ნიქ ქეივი წლის ბოლოს ახალ, რიგით მეთვრამეტე სტუდიურ ალბომს გამოუშვებს, რომლის სახელწოდებაა Wild God.
ალბომი 2019 წელს გამოცემული Ghosteen-ის ერთგვარი გაგრძელებაა და ის ნიქ ქეივის მწუხარებისა და სევდის გამოძახილია: მუსიკოსს 2015 წელს მოულოდნელად ვაჟი გარდაეცვალა.
ქეივის წინა ნამუშევარი ავსტრალიისა და ინგლისის ჩარტების საუკეთესო ათეულში მოხვდა და ბილბორდ 200-ში 108-ე ადგილი დაიკავა.
ალბომი 30 აგვისტოს ნიკ ქეივის ლეიბლის, Bad Seed-ის მეშვეობითა და Play It Again Sam-ის ახალი ექსკლუზიური სალიცენზიო ხელშეკრულებით გამოვა.
„ახალი ალბომი საოცრებაა. ჩემი აზრით ეს მისი ნამუშევრებიდან საუკეთესოა, რომელიც ყველა დაბრკოლებას გადალახავს და გლობალურ წარმატებას დაიმსახურებს“, – წერს კენი გეითსი, PIAS-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
ARIA-ს დიდების დარბაზში შეყვანილი ნიქ ქეივის ჯგუფ Bad Seeds-ის ამჟამინდელ შემადგენლობაში ასევე არიან თომას უაიდლერი, მარტინ კეისი, ჯიმ სკლავუნოსი, ჯორჯ ვიესტიკა და ნიქ ქეივის დიდი ხნის მეგობარი და თანამშრომელი უორენ ელისი, რომელიც ქეივთან ერთად ახალი ალბომის პროდიუსერიც გახლავთ.
ნიქ ქეივმა დევიდ ფრიდმენთან ერთად ალბომზე 2023 წლის საახალწლო პერიოდში დაიწყო მუშაობა, რის შესახებაც საკუთარ ბლოგ The Red Hand Files-ზე გაავრცელა ინფორმაცია. „ამ წელს ჩემი გეგმა Bad Seeds-თან ერთად ახალი ჩანაწერების გაკეთებაა.“ – წერდა ნიკ ქეივი.
მომავალ LP-ში ათი სიმღერა შევა და ის საფრანგეთის Miraval-ისა და ინგლისის Soundtree-ის სტუდიებში, Radiohead-ის ბასისტ კოლინ გრინვუდისა და გიტარისტ ლუის ალმაუს თანხლებით ჩაიწერა.
კოლინ გრინვუდი ნიქ ქეივის ავსტრალიის სოლო ტურნეზეც წარდგება, რომელიც 25 აპრილს დაიწყება.
„იმედი მაქვს, ეს ალბომი ისევე მოახდენს გავლენას მსმენელზე, როგორც ჩემზე. ეს საკმაოდ რთული ჩანაწერია, ღრმა და ამავდროულად მხიარული. ჩანაწერზე მუშაობისას წინასწარი გეგმა არასდროს გვაქვს. ეს ჩანაწერი როგორც მწერლის, ასევე მუსიკოსის ემოციურ მდგომარეობას ასახავს.“ – ამბობს ნიკ ქეივი.
ნახეთ ახალი ალბომის Wild God-ის სიმღერების სია:
1. Song of the Lake
2. Wild God
3. Frogs
4. Joy
5. Final Rescue Attempt
6. Conversion
7. Cinnamon Horses
8. Long Dark Night
9. O Wow O Wow (How Wonderful She Is)
10. As the Waters Cover the Sea