ქართველი მუსიკოსის, ბაჩა მძინარაშვილის კონცერტები ნიუ-იორკისა და ლონდონის ცნობილ ჯაზკლუბებში გაიმართება

მუსიკოსი 2009 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს და საქმიანობს.
ბაჩა მძინარაშვილი
ფოტო: Ernest Gregory

ბაჩა მძინარაშვილი ქართველი პიანისტი და კომპოზიტორია, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს. ამერიკაში 2009 წელს ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში სასწავლებლად ჩავიდა. კოლეჯის დასრულების შემდეგ კი პროფესიული საქმიანობა ნიუ-იორკში განაგრძო. 

მაისში ქართველი მუსიკოსის კონცერტები ლონდონისა და ნიუ-იორკის ცნობილ ჯაზკლუბებში გაიმართება. დაგეგმილ კონცერტებზე და საკუთარ შემოქმედებაზე ბაჩა მძინარაშვილი Billboard საქართველოს ესაუბრა:

„ბერკლის კოლეჯში სწავლის პერიოდში ჩამოვაყალიბე ბენდი, რომელთან ერთადაც მონაწილეობა მივიღე არაერთ ცნობილ ჯაზფესტივალში. ასევე გავმართეთ კონცერტები ისეთ დარბაზებში, როგორებიცაა Jazz at Lincoln Center და Rose Theater. კოლეჯის დასრულების შემდეგ კი მალევე ჩავწერე ჩემი სადებიუტო ალბომი Smile, რომელშიც ჩემთან ერთად ბერკლის პროფესორები და ჩემი თანაკურსელები უკრავენ.

ამჟამად დაგეგმილი მაქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტი მაისში: ნიუ-იორკის Birdland Jazz Club-სა და ლონდონის ლეგენდარულ Ronnie Scott’s-ში. ამ ორ კლუბთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. Birdland ჩარლი პარკერის სახელობის კლუბია. ჩარლი პარკერი, მოგეხსენებათ, Bebop-ის შემქმნელია და მისი ფრაზები და ჰარმონია ჩემში ძალიან დიდ გრძნობებს აღძრავს. Ronnie Scott’s რაც შეეხება, მახსოვს, პირველად რომ ვუყურე  ჩეტ ბეიკერის ლაივს, საოცარი ემოციები დამეუფლა. ეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო კონცერტი იყო, რაც კი ოდესმე მინახავს. ეს კონცერტი კი 1986 წელს სწორედ Ronnie Scott’s Jazz Club-შია ჩაწერილი. ასე რომ, ორივე ადგილი ძალიან მიყვარს. 

კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი საქსოფონისტი მაირონ უოლდენი და ჩემი მენტორი, გრემის მფლობელი მესაყვირე დარენ ბარეტი. ეს მუსიკოსები ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩემს ცხოვრებაში. მათთან დაკვრით უამრავ რამეს ვსწავლობ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანსა თუ კომპანიას, რომლებიც მხარში დამიდგნენ ამ იდეის განხორციელებაში.

რაც შეეხება Სამომავლო გეგმებს, ბევრი სხვადასხვა აქტივობა მაქვს ჩაფიქრებული. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ ვაპირებ ჯაზაკადემიის გახსნას ნიუ-იორკში. გვინდა, რომ მსოფლიოს წამყვანი პედაგოგების მოწვევითა და ჩვენ მიერ შემუშავებული პროგრამებით ახალგაზრდა მუსიკოსებს კარიერულ ზრდასა და განვითარებაში დავეხმაროთ. ჩვენი მიზანია, რომ აქ სწავლა ქართველმა ახალგაზრდებმაც შეძლონ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billboard-ი განმარტავს, თუ რატომ გახდა კაროლ ჯი წლის ქალის ტიტულის მფლობელი

შემდეგი სტატია

მადონამ გაამხილა, რომ ოსკარის დახურულ წვეულებაზე თავის საყვარელ მსახიობს, კილიან მერფის შეხვდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ეცვა თუ არა LISA-ს როზა პარკსის გამოსახულებიანი თეთრეული Met Gala-ზე? დიზაინერების გუნდმა განცხადება გაავრცელა

Met Gala-ს კოსტიუმის გამო BLACKPINK-ის ვარსკვლავმა ინტერნეტში კრიტიკა დაიმსახურა.
მეტი

A$AP Rocky-მ თავის სასამართლო პროცესზე საჯაროდ ისაუბრა: „თავისუფლების დაკარგვის მართლა მეშინოდა”

„ვცდილობდი, სულ პოზიტიურად მეფიქრა,“ – ამბობს რეპერი სასამართლო პროცესზე საუბრისას.
მეტი
Lady Gaga ბრაზილიაში გამართულ კონცერტზე, 3 მაისი, 2025 წელი. ფოტო: DANIEL RAMALHO/AFP Getty Images

ბრაზილიაში Lady Gaga-ს რეკორდული შოუს შემდეგ ჩნდება კითხვა – შესაძლებელია თუ არა ოდესმე მსგავსი მასშტაბის კონცერტს აშშ-მაც უმასპინძლოს?

Billboard Pop Shop პოდკასტის ახალ ეპიზოდში წამყვანები ქეითი და ქითი ბრაზილიაში Lady Gaga-ს შთამბეჭდავ გამოსვლას განიხილავენ.
მეტი
პოლ მაკარტნი, 2024 წლის 18 დეკემბერი, ინგლისი. ფოტო: ჯიმ დისონი / Getty Images

პოლ მაკარტნის ანიმაციური ფილმს High in the Clouds – სელინ დიონი, რინგო სტარი, ჯიმი ფელონი და სხვა ვარსკვლავები ახმოვანებენ

პოპ-ლეგენდის საბავშვო წიგნზე დაფუძნებულ 3D ფილმში Ted Lasso-ს ვარსკვლავი ჰანა ვედინგჰემიც მონაწილეობს.
მეტი