BTS-ის V მსმენელის წინაშე ახალი სოლო სინგლით წარდგა

ეს მისი პირველი ჩანაწერია სამხრეთ კორეის სამხედრო სამსახურში წასვლის შემდეგ.
V
BIGHIT MUSIC

სამხედრო სამსახურში წასვლის შემდეგ BTS-ის V-იმ თავისი პირველი პროექტი გააზიარა – სოლო სინგლი სახელწოდებით FRI(END)S. სრულად ინგლისურენოვანი კომპოზიცია 15 მარტს გამოვიდა. ის მოსდევს 2023 წლის სექტემბერში გამოცემულ EP-ის Layover.

ჯარში წასვლამდე V-იმ გულშემატკივარს გაუზიარა, რომ 18-თვიანი წვრთნის განმავლობაში ბევრი სიახლე ჰქონდა დაგეგმილი. „ძალიან მომენატრებით. რეალურად, მწყინს, რომ ამ დროში ჩემს ARMY-სთან (BTS–ის ფანების გაერთიანების ოფიციალური სახელწოდება) ბედნიერ მოგონებებს ვერ დავაგროვებ. ყველაზე რთული თქვენთან განშორებაა,” – წერდა დეკემბერში მომღერალი.

სიმღერა FRI(END)S V-იმ პირველად სოციალურ მედიაში 3 მარტს დააანონსა და თან რამდენიმე ფოტო და ვიდეო თიზერიც დაურთო. 

როგორც სოლო შემსრულებელი, V ამ დრომდე სამჯერ მოხვდა Billboard Hot 100-ში. მისი საუკეთესო შედეგი 51-ე ადგილია, რომელზეც 2023 წელს გამოშვებული Slow Dancing გავიდა.  

მოუსმინეთ სიმღერას FRI(END)S:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დუა ლიპამ ახალი ალბომი დააანონსა

შემდეგი სტატია

გლასტონბერის ფესტივალის 2024 წლის პროგრამა ცნობილია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი