Cake Recipe – ქართულმა ჯგუფმა Zuk n’ Sos სადებიუტო ალბომი გამოსცა

ალბომი ორ კოლაბორაციულ ნამუშევარსაც აერთიანებს.
ფოტო: ლუა (ქეთათო ნერგაძე)

2023 წელს ქართულ მუსიკალურ სივრცეში ახალი პროექტი, Zuk n’ Sos გაჩნდა. ჯგუფის შემადგენლობაში ზუკა სიმონიშვილი (გიტარა/სინთეზატორი) და სოსო ცაგარეიშვილი (დრამი/ფორტეპიანო/ვოკალი) არიან. ახლახან ჯგუფმა სადებიუტო ალბომი გამოსცა, რომლის სახელწოდებაა Cake Recipe. როგორც Zuk n’ Sos-ის წევრი, სოსო ცაგარეიშვილი „Billboard საქართველოსთან” საუბრისას ამბობს, ალბომი შინაგანი ემოცების გამოხატვის ახლებური და ექსპერიმენტული ფორმაა, რომელიც ჯგუფის ჩამოყალიბების მსგავსად, სპონტანური იდეით გაჩნდა.

სოსო ცაგარეიშვილი:

„მგონია, რომ ტრეკი Cake Recipe, რომლის სახელიც შემდეგ ალბომს დაერქვა, ძალიან ზუსტად ასახავს ჩვენს ჩანაფიქრს. Cake Recipe-ზე დაახლოებით 4-5 თვის განმავლობაში ვმუშაობდით. ალბომი არაერთი მუსიკალური შთაგონების შედეგია, მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ მაინც ჯაზის გავლენა იგრძნობა.”

ალბომი ორ კოლაბორაციულ ნამუშევარსაც აერთიანებს. ტრეკი სახელწოდებით Peter Pan ლუასთან მუსიკალური თანამშრომლობის შედეგია, Painter კი ხონძისთან (საქსოფონი) ერთად ჩაიწერა. 

სოსო ცაგარეიშვილი:

„Peter Pan ალბომის გამოცემამდე სინგლის სახით დაახლოებით ორი თვით ადრე გავუზიარეთ მსმენელს. ტექსტზე მე, ზუკამ და ლუამ ერთად ვიმუშავეთ. მუსიკიდან გამომდინარე გვინდოდა, რომ ტექსტი ფანტასტიკური და ზღაპრული ყოფილიყო. Painter-ში ხონძის სოლომ კი ტრეკსაც და ალბომსაც ახლებური ჟღერადობა შესძინა.”

მუსიკალური პროექტის შექმნიდან დღემდე Zuk n’ Sos მსმენელის წინაშე ორი ლაივით წარდგა, რომლებზეც ჯგუფთან ერთად პაპუნა შარიქაძემაც დაუკრა. 22 მარტს კი  ჯგუფი „დედაენის ბარში” ალბომის პრეზენტაციას გამართავს. Zuk n’ Sos მსმენელის წინაშე ახალ ტრეკებს ამჯერადაც პაპუნა შარიქაძესთან  ერთად შეასრულებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გლასტონბერის ფესტივალის 2024 წლის პროგრამა ცნობილია

შემდეგი სტატია

Nick Cave & the Bad Seeds გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპის ქალაქებში საკონცერტო ტურნეს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი