36 წლის რიანა სანტა მონიკას ქუჩებში ახალი იმიჯით დააფიქსირეს. ვარსკვლავმა ვარცხნილობა შეიცვალა და ახლა მოკლე თმას ატარებს. ჯერ კიდევ სამი კვირის წინ რიანა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იყო. მომღერალმა ინდოეთის ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ოჯახის კერძო წვეულებაზე იმღერა. ბოლო 8 წლის განმავლობაში ეს რიანას პირველი სრული კონცერტი იყო.
ანანტ ამბანის და რადიკა მერჩანტის დაოჯახების ოფიციალურ ცერემონიამდე გამართული წვეულების მუსიკალურად გაფორმებისათვის რიანამ მრავალმილიონიანი ჰონორარი მიიღო. საღამოს 1200-მდე ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ: ბილ გეიტსი, მარკ ცუკერბერგი, ივანკა ტრამპი და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ცნობილო ადამიანები. “ეს შოუ საუკეთესო იყო. ნამდვილი კონცერტი 8 წელია არ მქონია” – თქვა რიანამ წვეულების შემდგომ პაპარაცების ობიექტივში.
მიუხედავად იმისა, რომ რიანა “სუპერთასის” ფინალის შემსრულებელი იყო და 2023 წლის ოსკარის ცერემონიაზეც იმღერა, არტისტს ნამდვილი კონცერტი 2016 წლის შემდეგ არ გაუმართავს. ბოლოს რიანა მსმენელის წინაშე თავისი ალბომის, Anti-ს მხარდამჭერი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში წარდგა. რაც შეეხება ინდოეთის წვეულებას, მან ისეთი ჰიტები შეასრულა, როგორებიც არის: Bitch Better Have My Money, Work, Umbrella, Stay, All of the Lights, We Found Love და Diamonds.
ახლახან რიანამ კიდევ ერთი სიახლის შესახებ განაცხადა, რომელიც თავის ბრენდს – Fenty Beauty-ის ეხება: პირველი აპრილიდან ბრენდი ოფიციალურად შედის ჩინეთის ბაზარზე.
ნახეთ რიანას ახალი ვარცხნილობა TMZ-ის პაპარაცულ ფოტოებში.