Cowboy Carter ბიონსეს მერვე ალბომია, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტის პირველი ადგილი დაიკავა

Cowboy Carter ასევე პირველ ადგილს იკავებს ქანთრი ალბომების ჩარტში. ამ მაჩვენებლით, ბიონსე პირველი ქალი არტისტია, რომელიც ქანთრი ალბომების ჩარტის ლიდერის სტატუსს ფლობს.

29 მარტს ბიონსემ ახალი ალბომი, Cowboy Carter გამოსცა, რომელიც ქანთრის ჟანრშია შესრულებული. კომერციულად წარმატებული სადებიუტო კვირის შემდეგ ალბომი Billboard 200-ის პირველ ადგილზეა. კომპანია Luminate-ის მონაცემებით, ალბომის გაყიდვებისა და სტრიმების მაჩვენებელი შტატების მასშტაბით 407,000 ერთეულის ეკვივალენტია. შედეგად Cowboy Carter ის ალბომია, რომელსაც 2024 წლის მონაცემებით ყველაზე წარმატებული სადებიუტო კვირა ჰქონდა. საერთო მონაცემებით, ის სარეიტინგო სიაში მოსდევს ტეილორ სვიფტის ალბომს, სახელწოდებით 1989 (Taylor’s Version), რომელიც 2023 წელს გამოიცა. 

Cowboy Carter ასევე პირველ ადგილს იკავებს ქანთრი, ამერიკანა/ფოლკისა და ტოპ გაყიდვადი ალბომების ჩარტებში.  ბიონსე უკვე ფლობს პირველი შავკანიანი ქალის სტატუსს, რომელიც ქანთრის ჟანრის ალბომების ჩარტში ლიდერობს. 

ბიონსემ ქანთრის ჟანრის ალბომი პირველად 2024 წლის „სუპერ თასის” დროს დააანონსა და სიმღერები 16 Carriages და Texas Hold ‘Em  სწორედ ამ დროს გამოუშვა. Texas Hold ‘Em-ით ბიონსე გახდა პირველი შავკანიანი ქალი, რომელმაც ქანთრის ჟანრის სიმღერებით მუსიკალური ჩარტებისა და სარეიტინგო სიების წამყვანი პოზიციები დაიკავა. ის ასევე პირველი შავკანიანი ქალი მომღერალია, რომელიც Billboard-ის Hot 100 ჩარტში ქანთრის ჟანრის სიმღერით ლიდერობდა. 

Billboard 200 ყოველკვირეულად განახლებადი მუსიკალური ჩარტია, რომელიც შეერთებული შტატების მასშტაბით Luminate-ის მონაცემებს ეყრდნობა. მონაცემები ალბომების გაყიდვებს, ალბომში შემავალი ტრეკების მოსმენის მაჩვენებლებსა და ონლაინ სტრიმინგ პლატფორმებზე არსებულ მონაცემებს მოიცავს.

Cowboy Carter ბიოსნსეს შემოქმედებაში მე-8 ალბომია, რომელმაც Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. 2022 წელს აღნიშნული ჩარტის ლიდერი Renaissance გახდა. წარსულში კი ლიდერ პოზიციაზე წარმოდგენილი იყო ალბომები: Lemonade (2016), her self-titled album (2013), 4 (2011), I Am… Sasha Fierce(2008), B’Day (2006) და Dangerously In Love (2003). ქალი არტისტი, რომელიც ყველაზე მეტჯერ მოხვდა Billboard 200-ის ჩარტის სათავეში, ტეილორ სვიფტია, რომელიც სხვადასხვა დროს პირველ ადგილზე 13 ალბომით იყო წარმოდგენილი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ABBA-ს თაყვანისმცემლებმა Waterloo-ს ტრიუმფის 50 წლის იუბილე აღნიშნეს

შემდეგი სტატია

ბილი აილიში - ფოტო: მეისონ პული

ბილი აილიში მესამე სტუდიურ ალბომს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბეთჰოვენის ფესტივალი გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის რეპეტიციის ვიდეოს აქვეყნებს

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გიორგი გიგაშვილის და ნინი ნუცუბიძის ერთობლივი კონცერტი, რომელზეც ქართული სიმღერები შესრულდება.
მეტი

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი

ბარაკ ობამამ Charli XCX-ის Brat-ისადმი სიყვარული საჯაროდ გამოხატა: „მან იცის, რასაც აკეთებს”

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ის ნამდვილად უსმენს იმ მუსიკას, რომლის მოსმენასაც სხვებს ურჩევს.
მეტი