ნანკა გვარის ახალი სიმღერა  – 202

„ყოველთვის მინდოდა ჩემს სიმღერაში გამომეყენებინა ქართული ინსტრუმენტი ან ქართულ ნარატივზე ყოფილიყო. ჩემი აზრით ეს ამ სიმღერით მოვახერხე.“
Nanka Gvari - 202
Nanka Gvari – 202


12 აპრილს Youtube-სა და სხვა მუსიკალურ პლატფორმებზე ქართველი არტისტის, ნანკა გვარის ახალი სიმღერა გამოქვეყნდა.

Სინგლი სახელწოდებით „202“ არტისტის შემოქმედებაში ერთგვარად ახალი ეტაპის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს. ქართული ნარატივით გაჟღენთილი მელოდიური, რიტმული სიმღერა ნანკას აქამდე გამოქვეყნებული სიმღერებისგან ჟანრობრივადაც განსხვავდება.

ნანკა გვარი

„ყოველთვის მინდოდა ჩემს სიმღერაში გამომეყენებინა ქართული ინსტრუმენტი ან ქართულ ნარატივზე ყოფილიყო. ჩემი აზრით, ეს გიორგი ასანიშვილთან ერთად მოვახერხე. ტექსტის დაწერაში მელქო დამეხმარა.  რაღაც ახალი მიმდინარეობასავით მინდა ვცადო. აქამდე სულ სევდიანი ვიყავი ყველა მუსიკაში, ახლა მინდა „სევდაღიმილა“ ვიყო და ვინმე ერთხელ მაინც ვაცეკვო ჩემს ნამღერზე.“

აღსანიშნავია, რომ ნანკა გვარის მიერ შესრულებულმა ცნობილმა ჰიტმა „ისევ შენ“ Youtube პლატფორმაზე დიდი მოწონება დაიმსახურა, არტისტის მეორე ნამუშევარი კი სიმღერა GANGAN არის, რომელიც 2022 წელს გამოქვეყნდა.

მოისმინეთ ნანკა გვარის სიმღერა „202“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შაკირა 2024 წლის 25 მარტს, ნიუ-იორკში, TSX-ზე გამოსვლისას. ფოტო: კევინ მაზური ( TSX Entertainment-ისთვის)

შაკირას Waka Waka (This Time For Africa) ყველა დროის ყველაზე საყვარელ საფეხბურთო სიმღერად დასახელდა

შემდეგი სტატია

ბილი აილიში - ფოტო: ვიქტორია სტივენსი

ბილი აილიშმა მომავალი ალბომიდან Spirited Away-ით შთაგონებული სიმღერის თიზერი გამოაქვეყნა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი