პატი სმითი ტეილორ სვიფტის ახალ ალბომში მის შესახებ ტექსტს გამოეხმაურა

„შენ არ ხარ დილან თომასი, მე არ ვარ პატი სმითი, ეს არ არის „სასტუმრო ჩელსი”, ჩვენ თანამედროვე სულელები ვართ,” – ასე ჟღერს სიმღერის ტექსტის თარგმანი.
ფოტო: პერ ოლე ჰაგენი/Redferns

19 აპრილს ტეილორ სვიფტმა ახალი ალბომი The Tortured Poets Department გამოსცა. ეს მისი მე-11 სტუდიური ალბომი და პირველი ახალი მუსიკალური ნამუშევარია მას შემდეგ, რაც 2022 წელს Midnights ჩაწერა. სვიფტისათვის დამახასიათებელი ხელწერის ტექსტები პირადი ისტორიებით გამოირჩევა. მომღერალმა ალბომში შესული სიმღერების ტექსტებში სხვადასხვა ეპოქის არტისტებიც ახსენა. ერთ-ერთი მათგანი კი პატი სმითია. „შენ არ ხარ დილან თომასი, მე არ ვარ პატი სმითი, ეს არ არის „სასტუმრო ჩელსი”, ჩვენ თანამედროვე სულელები ვართ,” – ასე ჟღერს იმ  სიტყვების თარგმანი, რომელიც ალბომის სახელწოდების ტრეკში –  The Tortured Poets Department-ში ისმის. 

ალბომის გავრცელების შემდეგ, ტეილორ სვიფტის ამ ნამუშევარს თავად პატი სმითი გამოეხმაურა. მუსიკოსმა ინსტაგრამზე ატვირთა ფოტო, რომელშიც ის კითხულობს წიგნს სახელწოდებით Dylan Thomas’ Portrait of the Artist as a Young Dog. ეს არის 1940 წელს გამოცემული კრებული, რომელშიც დილან თომასის მოკლე მოთხრობებია გაერთიანებული. პატი სმითმა პოსტის აღწერაში ტეილორ სვიფტს მიმართა და მას მადლობა გადაუხადა ისეთ დიდებულ პოეტთან ერთად მოხსენიებისათვის, როგორიც დილან თომასია.

იხილეთ პატი სმითის პოსტი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

OneRepublic – მსოფლიო ჰიტების ავტორი ბენდი Starring Georgia-ს სცენაზე

შემდეგი სტატია

„ბილბორდი“ K-პოპის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზებაზე იზრუნებს 

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წლის კოაჩელას ფესტივალზე ტრევის სკოტი თავისი მუსიკალური შემოქმედების ახალ თავს წარადგენს

2017 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა რეპერი ამ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი