„ბილბორდი“ K-პოპის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზებაზე იზრუნებს 

„ბილბორდი“ K-პოპის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზებაზე იზრუნებს
„ბილბორდის პრეზიდენტი მაიკ ვენი, „ბილბორდ კორეის” CEO იუნა კიმი და CJ ENM-ის ხელმძღვანელი ჰარი შინი
CJ ENM-ის ფოტო

„ბილბორდმა“ და „ბილბორდ კორეამ“ თავიანთი ძალები გააერთიანეს CJ ENM-სთან თანამშრომლობისთვის, რათა K-პოპ ინდუსტრიის გლობალური გავლენა გაზარდონ.

გასართობმა კომპანიამ CJ ENM „ბილბორდსა“ და „ბილბორდ კორეასთან“ მემორანდუმი გააფორმა. სამივე მხარე ერთმანეთს 18 აპრილს შეხვდა, სადაც განიხილეს სხვადასხვა სტრატეგია, თუ როგორ უნდა შეუწყონ ხელი K-პოპის გავლენის მთელ მსოფლიოში გავრცელებას. პარტნიორობის ქვეშ, სამივე ორგანიზაცია თავიანთ ძალებს მიმართავენ, რომ K-პოპ პროდუქტი გლობალურ აუდიტორიას მიაწვდინონ. 

„ბილბორდ აშშ“-სთან თანამშრომლობით „ბილბორდ კორეა“ ახალ სტრატეგიებს დანერგავს, მათ შორის ყოველთვიურად გამოაქვეყნებს K-პოპ მუსიკოსების ქავერებს და წამოიწყებს K-პოპ არტისტების გლობალურ პოპულარიზებას მათი საერთაშორისო აქტივობების მხარდასაჭერად. 

საერთო განცხადებაში „ბილბორდისა“ და „ბილბორდ კორეას“ ხელმძღვანელებმა აღნიშნეს: „CJ ENM-ის ჯილდოები ბრწყინვალე პლატფორმაა არტისტებისა და K-პოპის გლობალური ენთუზიასტების დასაკავშირებლად, რაც თანხვედრაში მოდის „ბილბორდის“ ხედვასთან. ჩვენ სამომავლოდ ამ ორი ორგანიზაციის მრავალფეროვან პარტნიორობას ველოდებით, იმ ძალისხმევის ჩათვლით, რომ აღმოაჩინონ ნიჭიერი არტისტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.”  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პატი სმითი ტეილორ სვიფტის ახალ ალბომში მის შესახებ ტექსტს გამოეხმაურა

შემდეგი სტატია

Billboard-ის მუსიკალურ ჩარტში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ, ჰოზიერი მსმენელებს მადლობას უხდის

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი