26 აპრილს ნატალია ნაყოფიას ახალი მუსიკალური ბალადა სახელწოდებით Can’t Wait გამოვიდა. მუსიკა და ტექსტი თავად ნატალიას ეკუთვნის, გიტარა ლაშა დეისაძეა, სიმღერის პროდიუსერები კი ბორიკო შხიანი და დარსი კალუსი არიან.
ნატალია ნაყოფია:
„ზოგადად შემოქმედებითი პროცესი სხვანაირია, იმ მომენტში რასაც გრძნობ, იქიდან გამომდინარე იწერება სიმღერა. ამ სიმღერის შთაგონება სიძლიერის მოპოვება და პოზიტიური განწყობის დაბრუნებაა, იმის თქმა, რომ წინ უნდა გაიხედო. ერთი სიტყვით, პოზიტიური განწყობის სიმღერაა.
რაც შეეხება შემოქმედებით ნაწილს, ძალიან სახალისო იყო, განსაკუთრებით ბექების არანჟირება, ე.წ. „გოსპელური“ ხასიათი მივეცი, ძალიან მიყვარს ვოკალური არანჟირების დაწერა და ამ სიმღერის ჩაწერის დროს ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე.
გიტარაზე ლაშა დეისაძე უკრავს, პროდიუსერები ნაწილობრივ ბორიკო შხიანი და ჩემი ერთი ძალიან კარგი მეგობარი ლოს-ანჯელესში, დარსი კალუსი არიან. ნაწილობრივ სიმღერა ბრავო რექორდსში და ნაწილობრივ ლოს-ანჯელესში, სტუდიაში ჩაიწერა. დარსი კაუსი არის მიქსინგ ინჟინერი, ჩამწერი ინჟინერიც და ჩამწერი ინჟინერია ასევე ალეკო ბერძენიშვილი. ძალიან საინტერესო იყო შექმნის პროცესი, იმიტომ, რომ ლოს-ანჯელესში სტუდიამ მოგვცა საშუალება, რომ გამოგვეყენებინა ნამდვილი როუდსი, რაც ძალიან მაგარია. ასევე ჩავწერეთ ორგანი, რამაც Old School ჟღერადობა მისცა სიმღერას.
ეს სიმღერა ჩემი პირველი ბალადაა, რაც გამომიშვია, შეიძლება ასე ითქვას, თუმცა ახალი დაწერილი არ არის. ერთი სიტყვით, როგორი პოზიტიურიც არის თავად სიმღერა, ასეთივე პოზიტიური იყო მისი შემოქმედებითი პროცესი.“
მოისმინეთ ნატალია ნაყოფიას სიმღერა Can’t Wait