M.I.A. – მსოფლიო მუსიკალური სცენის მეამბოხე არტისტი

M.I.A. ქართველი მსმენელის წინაშე Tbilisi Open Air-ის მეორე საფესტივალო დღეს, 22 ივნისს, მთავარ სცენაზე წარდგება.

Tbilisi Open Air 2024-ის სცენაზე მსმენელის წინაშე არაერთი ცნობილი შემსრულებელი წარდგება, თუმცა თავისი გავლენით და პოპულარობით  M.I.A. უდავოდ ყველასაგან გამოირჩევა. ეს არის არტისტი, რომელმაც შეძლო მსოფლიო მუსიკალური სამყაროს გამოკვეთილი პერსონა გადამხდარიყო და ამავდროულად ინდუსტრიის წესებს არ დამორჩილებოდა. არტისტის ნამუშევრებში ხშირად ისმის საპროტესტო გზავნილები, პოლიტიკურად თუ სოციალურად მწვავე საკითხები. გამორჩეულია არა მხოლოდ მისი ტრეკები, არამედ კლიპები, რომელთა რეჟისორი უმეტეს შემთხვევებში თავადვეა. 

6 სტუდიური ალბომით და  მსოფლიო ჰიტებად ქცეული ტრეკებით M.I.A. პოპის, R&B-ის და ექსპერიმენტული მუსიკის შემსრულებელი გავლენიანი ქალი არტისტია. M.I.A.-ს მუსიკალურ მიღწევებს  შორის ვხვდებით გრემის და ამერიკის კინოაკადემიის ნომინაციებს. არტისტმა ოსკარის ნომინაცია  2008 წლის ფილმის – O…SAYA-ს ორიგინალური სიმღერისათვის მიიღო. რაც შეეხება არტისტის ყველაზე ცნობილ ტრეკებს, მათ  შორის არის: Paper Planes (2008 წელი), Bad Girls (2012 წელი) და Borders (2015 წელი). M.I.A.-ს მუსიკალური ნამუშევრები სხვადასხვა დროს არაერთ ცნობილ ფილმსა თუ სერიალშიც გაჟღერდა. 

M.I.A. 1975 წელს ლონდონში დაიბადა. მალევე მისი ოჯახი მშობლიურ ქვეყანაში, შრი-ლანკაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მუსიკოსმა თავისი ბავშვობის უმეტესი წლები გაატარა. შრი-ლანკაში ყოფნის დროს, მისმა ოჯახმა სამოქალაქო ომის გამო რთული პერიოდი გამოიარა და, როცა ის 11 წლის იყო, ლონდონში ლტოლვილის სტატუსით დაბრუნდნენ. 

M.I.A.-მ თავისი კარიერა 2000-იან წლებში ვიზუალური არტისტისა და რეჟისორის ამპლუაში დაიწყო. 2002 წელს კი მუსიკის სფეროში შეაბიჯა და რამდენიმე ტრეკი ჩაწერა. 2004 წელს ის მსმენელის ვიწრო წრეებში უკვე ცნობადობითაც სარგებლობდა. 2005 წელს არტისტმა თავისი პირველი ალბომი, Arular გამოსცა, რამაც მსოფლიო მასშტაბით მიიპყრო მსმენელის ყურადღება და კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა. ეს ჩანაწერი ჟურნალმა Rolling Stone ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომს შორის დაასახელა. ასევე წარმატებული იყო M.I.A.-ს მეორე LP, სახელწოდებით Kala, რომელიც 2007 წელს გამოვიდა.

სწორედ ამ ალბომშია შესული Paper Planes, რომელზე გადაღებული  მუსიკალური ვიდეოც არტისტმა 2008 წელს წარადგინა და მალევე სინგლმა მუსიკალური ჩარტები დაიპყრო. ტრეკი  Billboard Hot 100-ის მუსიკალურ ჩარტში მეოთხე ადგილს იკავებდა. ოთხ მილიონზე მეტი გაყიდული ეგზემპლარით Paper Planes კომერციულადაც წარმატებული ნამუშევარი აღმოჩნდა.  

M.I.A.-ს დისკოგრაფიაში ასევე აღსანიშნავია მისი მეოთხე სტუდიური ალბომი – Matangi, რომელშიც არტისტის კიდევ ერთი მსოფლიო ჰიტი – Bad Girls შევიდა. მასზე გადაღებული კლიპი  MTV Video Music Awards-ის გამარჯვებულებს შორის მოხვდა. 

გარდა სოლო ნამუშევრებისა, M.I.A.-ს მუსიკალური თანამშრომლობა აკავშირებს  ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან მადონა, ნიკი მინაჟი, ტრევის სკოტი და სხვები. ტრევის სკოტთან ერთად 2020 გამოცემული ტრეკი – Franchise ჟურნალ Billboard-ის Hot 100-ში პირველ ადგილს იკავებდა. 

M.I.A.-ს შემოქმედებით პერსონას არაერთი წინააღმდეგობრივი განცხადებაც უკავშირდება. მათგან ყველაზე გახმაურებული ინციდენტია 2012 წლის “სუპერ თასის” ფინალის შოუ, როცა არტისტი ამ წლის ჰედლაინერთან, მადონასთან ერთად ასრულებდა მუსიკალურ ნომერს. სცენაზე ყოფნისას M.I.A.-მ კამერას შუა თითი აჩვენა. შოუ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და მას 167 მილიონი მაყურებელო ადევნებდა თვალს. ეს  ქმედება წესების უხეში დარღვევა აღმოჩნდა, რასაც ამერიკის ეროვნულ საფეხბურთო ლიგასა და არტისტს შორის ხანგრძლივი სამართლებრივი დავაც მოჰყვა. 

მიუხედავად მუსიკალური ინდუსტრიის წესებთან დაპირისპირებისა, ბოლოდროინდელი ხანგრძლივი მუსიკალური პაუზებისა, ხშირად რადიკალური და დომინანტი შეხედულებებისაგან განსხვავებული განცხადებებისა,  M.I.A. მსოფლიო მუსიკალურ სივრცეში თავის სტატუსს გამოჩენიდან დღემდე ინარჩუნებს. ის ჟურნალმაRolling Stone დაასახელა იმ არტისტებს შორის, რომლებმაც  2000-იანი წლების დეკადა მუსიკალურად განსაზღვრეს. 2009 წელს გავლენიანმა გამოცემა TIME-მა კი 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა.

M.I.A. მოხვდა ჟურნალ Esquire-ის რჩეულთა შორისაც – გამოცემამ ის 21-ე საუკუნის გავლენიან ადამიანებს შორის დაასახელა. 2010 წელს კი Billboard-მა მუსიკოსი საცეკვაო/ელექტრონულ ჟანრში წლის 50  საუკეთესო არტისტის სიაში შეიყვანა. 2019 წელს, თავისი დაბადების დღის თარიღთან დაკავშირებით, M.I.A.-ს ბრიტანული იმპერიის საპატიო ორდენი გადაეცა.

M.I.A. ქართველი მსმენელის წინაშე Tbilisi Open Air-ის მეორე საფესტივალო დღეს, 22 ივნისს, მთავარ სცენაზე წარდგება. Tbilisi Open Air-ის საერთაშორისო ჰედლაინერებს შორის ასევე ვხედავთ ისეთ შემსრულებლებს, როგორებიც არიან AURORA, Masego, La Femme, She Wants Revenge, Lebanon Hanover და სხვები. აღსანიშნავია, რომ Archive ფესტივალ Tbilisi Open Air-ის ფარგლებში მესამედ დაუკრავს. 

Tbilisi Open Air 2024-ის შესახებ მეტი დეტალისათვის, ეწვიეთ ბმულს

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Latin Women In Music 2024-ის ცერემონიის სახით აუდიტორიამ ემოციური შოუ იხილა

შემდეგი სტატია

საქართველოში დაგეგმილი Massive Attack-ის კონცერტი გაუქმდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 4 – დრეიკი

დრეიკი, რომელიც 2000-იან წლებში არც ისე დამაჯერებელი მემკვიდრეობიდან გამოჩნდა, რათა 2010-იანების უდიდესი რეპერი გამხდარიყო, საბოლოოდ ეპოქის უდიდეს პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი

პროკურატურის განცხადებით, შონ კომბსი ციხიდან მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას ცდილობს

პროკურატურა წერს, რომ კომბსმა გამოიყენა ოჯახის წევრები, რათა დაეგეგმა და აღესრულებინა მის დაბადების დღესთან დაკავშირებული სოციალური მედიის კამპანია და გავლენა მოეხდინა პოტენციური მსაჯულების განწყობაზე.
მეტი

ოსკარის ნომინაციების პროგნოზი საუკეთესო მუსიკალური გაფორმების და საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიებისათვის

ოსკარის დაჯილდოების ცერემონია 2025 წლის 2 მარტს გაიმართება.
მეტი