Coldplay მეათე სტუდიური ალბომის, Moon Music-ის შესახებ ახალ დეტალებს ავრცელებს

მაქს მარტინის პროდიუსერობით ახალი კრებული 4 ოქტომბერს გამოვა
Coldplay ფოტო: ანა ლიი
Coldplay
Anna Lee

Coldplay-მ მე-10 სტუდიური ალბომის გამოსვლის თარიღი დააანონსა. მაქს მარტინის პროდიუსერობით ალბომი Moon Music 4 ოქტომბერს გამოვა. LP-ის პირველი სინგლი კი სახელწოდებით feelslikeimfallinginlove,  21 ივნისს გამოქვეყნდება. 

Coldplay-მ ახალი ალბომიდან სიმღერა პირველად ბუდაპეშტში 16 ივნისს გამართულ კონცერტზე შეასრულა. მანამდე კი ჯგუფმა ახალი სიმღერის ფრაგმენტები სოციალურ ქსელში გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ Coldplay-მ კრებულის Moon Music-ის გამოსაშვებად დიდი ძალისხმევა გასწია, რათა ნამუშევარი გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით მდგრადი ყოფილიყო. თითოეული 140-გრამიანი LP  ცხრა გადამუშავებული პლასტმასის ბოთლისგან არის შექმნილი,  ხოლო CD ვერსია, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსოფლიოში პირველი EcoCD-ია, რომელიც 90% რეციკლირებული პოლიკარბონატისგან არის მიღებული.

Moon Music-ის პირველი გამოცემა (EcoRecord rPET LP და EcoCD) შეზღუდული რაოდენობით იქნება ხელმისაწვდომი, რომელიც ინდივიდუალური დანომრილი სერიული ნომრებით არის წარმოებული.

Coldplay-ს  Spheres-ის მხარდასაჭერი გლობალური საკონცერტო ტურნე 2022 წლის 18 მარტს კოსტა-რიკაში დაიწყო. მრავალწლიანი ტურნეს 2024 წლის ბოლო შოუ კი 16 ნოემბერს ახალ ზელანდიაშია დაგეგმილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ASAP Rocky შვილებთან ერთად Bottega Veneta-ს მამის დღისადმი მიძღვნილ კამპანიაში გამოჩნდა

შემდეგი სტატია

ჯასტინ ტიმბერლეიკი დააკავეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი