BTS ის წევრი V ახალ მუსიკალურ პროექტს, Type 1-ს აანონსებს

ნამუშევარი 9 ივლისს გამოვა

K-pop ჯგუფ The BTS-ის მომღერალი კიმ თე ჰიონი ახალი სასცენო სახელით ბრუნდება – V. 25 ივნისს სუპერვარსკვლავმა  ახალი მუსიკალური პროექტი დააანონსა, რომლის სახელწოდებაც არის TYPE 1. ნამუშევარი 9 ივლისს გამოვა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა სახით – ახალი ალბომისა თუ სიმღერის.

The BTS-ის მიერ სოციალურ მედიაში გავრცელებულ განცხადებას თან ქავერ ფოტოც ახლავს, რომელზეც V არის გამოსახული.

მარტში V-მ პირველი სინგლი გამოსცა, რომლის სახელწოდებაა FRI(END)S და რომლის ტექსტიც სრულად ინგლისურად არის დაწერილი. სიმღერა 2023 წლის სექტემბრის Ep-ის Layover-ის შემდეგ გამოვიდა, რის შემდეგაც K-pop-ის ვარსკვლავმა რამდენიმე თვით სამხრეთკორეულ ჯარში სავალდებულო სამსახურის დაწყების გამო ჯგუფი დატოვა.  აღსანიშნავია, რომ სამხედრო სავალდებულო ამსახური ჯგუფის სხვა წევრებმაც გაიარეს.

V-მ (კიმ თე ჰიონი) აღნიშნა, რომ ამ 18 თვის განმავლობაში ბევრი ახალი სიმღერა დაწერა. „სინამდვილეში ძალიან ვწუხვარ, რომ არ შემიძლია ჩემს „ჯარისკაცებთან“ ბედნიერი წუთების გატარება. ყველაზე რთული ის არის, რომ ჩემს ჯარს ვერ ვნახავ, რომელიც ძალიან მომენატრება.“ – წერს V.

ბილბორდ 100-ში V-ს, როგორც სოლო შემსრულებლის, ოთხი სიმღერა მოხვდა, მათ შორის სინგლი FRI(END)S.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

საბრინა კარპენტერი მისი სიმღერის ბილბორდ 100-ში შესვლას ეხმიანება: „ეს დღე აუცილებლად მემახსოვრება სიცოცხლის ბოლომდე!“

შემდეგი სტატია

კეტი პერი პარიზში გამოჩნდა კაბით, რომელზეც მის მიერ დაანონსებული სინგლის ტექსტი ეწერა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი