ლანა დელ რეი და Quavo ერთობლივი ნამუშევრის გამოცემის თარიღს აანონსებენ

სიმღერა, სახელწოდებით Tough, 3 ივლისს გამოვა.
ლანა დელ რეი
Chuck Grant

ლანა დელ რეიმ და Quavo-მ ერთობლივი ნამუშევრის გამოცემის თარიღი დააანონსეს. როგორც ჩანს, მუსიკოსები დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ამერიკელებს ახალ ჰიმნს შესთავაზებენ – კომპოზიცია, სახელწოდებით Tough, 3 ივლისს გამოვა. 

ინფორმაცია თავის ინსტაგრამ გვერდზე Quavo-მ გაავრცელა. რეპერმა მისი და ლანას პოლაროიდის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით – Tough 07.03.24.

ახალ ამბავს პოსტის კომენტარებში მუსიკოსების თაყვანისმცემლები გამოეხმაურნენ: „არავინაა მზად ჩემი ახალი პიროვნებისთვის, როცა ეს სიმღერა გამოვა!” „4 ივლისს არ დაამთხვიეთ, რადგან ის დღესასწაულს ჩაანაცვლებდა.”

ლანა დელ რეისა და Quavo-ს დუეტის შესახებ ინფორმაცია მაისში გავრცელდა. ეს მუსიკოსების თანამშრომლობის პირველი შემთხვევაა. წელს ლანას ასევე დაანონსებული აქვს ქანთრი ალბომის გამოშვება, სახელწოდებით Lasso. Quavo-მ კი 2024 წელს უკვე არაერთი სინგლი გამოსცა.

ნახეთ Quavo-ს პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კიტ ურბანი 2023 წლის 9 ივნისს CMA ფესტივალზე ნეშვილში. ფოტო: მონიკა მიურეი

კიტ ურბანმა მომავალი ალბომიდან High პირველი სინგლი Wildside გამოაქვეყნა

შემდეგი სტატია

Diddy

მაიამის სანაპიროზე Diddy-ის დღე აღარ აღინიშნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი