24 აგვისტოს „ერისიონი” Black Sea Arena-ზე კონცერტს გამართავს

კონცერტი სახელწოდებით „ქართული საგანძური” Starring Georgia-ს ფარგლებში შედგება.

24 აგვისტოს Starring Georgia-ს ფარგლებში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ლეგენდარული ანსამბლი „ერისიონი” კონცერტს შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე გამართავს. „ქართული საგანძური” – ასე ჰქვია შოუ-პროგრამას, რომლითაც ანსამბლი წელს ევროპული ტურნეს ფარგლებში 4 ქვეყნის 12 ქალაქს ეწვია.

140-წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლის კონცერტები სრული ანშლაგით მიმდინარეობს როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში. Black Sea Arena-მ აქამდე ორჯერ უმასპინძლა „ერისიონის” კონცერტს და ორივე მათგანმა ქართული ანსამბლისთვის უპრეცედენტო დასწრების ფონზე ჩაიარა. 24 აგვისტოს კი მაყურებელს კიდევ ერთხელ ექნება ლეგენდარული ანსამბლის სცენაზე ნახვის შესაძლებლობა. 

კამპანია Starring Georgia საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და Black Sea Arena-ს ორგანიზებით წელს უკვე მეორედ ტარდება. 2024 წლის სეზონზე შეკვეთილს უკვე ეწვივნენ მსოფლიო ბენდები: OneRepublic და Scorpions. ზაფხულის ბოლომდე კი მაყურებლის წინაშე Jungle და „ერისიონი” წარდგებიან.

ბილეთების გაყიდვა 5 ივლისს დაიწყება ვებგვერდზე tkt.ge.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქართველი არტისტის, Saphileaum-ის ახალი  EP ფრანგულ ლეიბლზე გამოიცემა

შემდეგი სტატია

ჯაზისა და საგუნდო მუსიკის მოტივები – ნუცი ნებიერიძისა და გორის ქალთა გუნდის ერთობლივი კონცერტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი