გვენ სტეფანი ბლეიკ შელტონთან ქორწინების სამი წლის იუბილეს გამოეხმაურა

წყვილმა 2021 წელს იქორწინა.

გვენ სტედფანი ბლეიკ შელტონთან ქორწინების სამ წელს სოციალურ ქსელში პოსტს უძღვნის. მომღერალმა ინსტაგრამზე ფოტოების სერია გამოაქვეყნა, რომელზეც წყვილის ქორწილის ცერემონიაა აღბეჭდილი. 

„3 ივლისი, 2021 წელი,” – ვკითხულობთ გვენ სტეფანის პოსტის აღწერაში. ცოლთან ერთად გადაღებული ფოტო ბლეიკ შელტონმაც გამოაქვეყნა. „მიყვარხარ!,” – ასე დაასათაურა მან პოსტი

შელტონი და სტეფანი ერთმანეთს პროექტ The Voice-ში შეხვდნენ. ორივე მათგანი მუსიკალური კონკურსის მენტორი იყო. წყვილმა 2021 წელს იქორწინა. გვენ სტეფანის ყოფილ ქმართან, გევინ როსდეილთან, სამი ვაჟი ჰყავს. წყვილი 13 წელი იყო დაქორწინებული, იქამდე კი 6 წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს. სტეფანი და როსდეილი 2015 წელს განქორწინდნენ. 

რაც შეეხება გვენ სტეფანის და ბლეიკ შელტონის წყვილს, წელს მათ ერთობლივი მუსიკალური ნამუშევარი, Purple Irises წარადგინეს. თებერვალში შელტონმა ასევე გამოსცა 6-ტრეკიანი  EP – Love Language. ამ ნამუშევარში გვენ სტეფანისთან ერთად ჩაწერილი ნამუშევრებიც შევიდა. 

2023 წელს გვენ სტეფანიმ ჟურნალ People-თან ინტერვიუში  ბლეიკ შელტონთან ურთიერთობაზე ისაუბრა. „ასეთი სიყვარულის პირველად განცდა დიდი საჩუქარი იყო. მან ჩემი ცხოვრება შეცვალა,”- აღნიშნა სტეფანიმ.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კენდრიკ ლამარი ახალ მუსიკალურ ვიდეოს აანონსებს

შემდეგი სტატია

TAMADA-9 Deadly Sins For Tamada

TAMADA-ს ახალი ალბომი 9 Deadly Sins For Tamada

შეიძლება დაგაინტერესოთ

ალ გრინმა ჯგუფ R.E.M.-ის ლეგენდარული სიმღერის, Everybody Hurts-ის ქავერი წარადგინა  

„ყოველთვის არსებობს სინათლის ნაწილი, რომელიც ბნელ პერიოდებშიც კი აღწევს ჩვენამდე,“ - ამბობს მუსიკოსი.
მეტი
Fleetwood Mac-ის ბენდის წევრები: ჯონ მაქვი, ქრისტინ მაქვი, სთივი ნიქსი, ლინდსი ბაკინგემი და მიკ ფლიტვუდი 1977 წელი. Michael Ochs Archives/Getty Image

Apple Original Films ბრიტანულ-ამერიკული როკ-ჯგუფის Fleetwood Mac-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს

Fleetwood Mac-ის წევრები თავიანთ გამორჩეულ ისტორიას ექსკლუზიური ინტერვიუების, საარქივო მასალებისა და აქამდე გამოუქვეყნებელი დოკუმენტური ვიდეოების სახით თავადვე მოჰყვებიან
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი