ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
ფოტო: FilmMagic

18 ივნისს ჯასტინ ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისას გააჩერა, მეორე დილით კი მომღერალი სამართალდამცავებმა დააკავეს. გარდა მედიის ყურადღებისა, აღმოჩნდა, რომ პოლიციის განყოფილებაში გადაღებული არტისტის ფოტოები შემოქმედებით შთაგონებად და ხელოვნების ნიმუშად იქცა. ფოტოების ინსპირაციით შექმნილი ნამუშევრები  საგ ჰარბორში მდებარე გალერეაშია განთავსებული.  ვიზუალური ნამუშევარი არტისტმა გადფრი ლომენმა შექმნა. ფოტო პოპ-არტის სტილში, რამდენიმე ფერშია წარმოდგენილი. 

გალერეა კერძო პირს, რომანი კრამორისს ეკუთვნის, რომელმაც  ნამუშევრით აღფრთოვანება საჯაროდ გამოხატა. „ღმერთო ჩემო, ეს შესანიშნავია, უბრალოდ შესანიშნავი – სწორედ ასეთი რეაქცია მქონდა,” – უთხრა მან ჟურნალ Page Six-ს. როგორც კრამორისმა აღნიშნა, ეს ნამუშევარი გალერეაში წარმოდგენილ კოლექციაში  ყველაზე თანამედროვე ხელოვნების ნიმუშია.  

წარსულში რომანი კრამორისის გალერეა არც ისე დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა. როგორც გალერეის 44 წლის მფლობელმა ჟურნალთან ინტერვიუში თქვა, ამ დრომდე 2-3 ნამუშევარი გაიყიდა და თითოეულის ფასი 520 დოლარო იყო.  „ახლა კი უამრავი ადამიანი გვსტუმრობს,”- თქვა კრამორისმა. 

დაკავების პერიოდში ჯასტინ ტიმბერლეიკი საკონცერტო ტურნეს ფარგლებში სხვადასხვა ქალაქში შოუებს მართავს. სამართალდამცავებთან ინციდენტის მიუხედავად, ტურნე  გეგმის მიხედვით გრძელდება. 

29 ივნისს ბოსტონში გამართული კონცერტისას მომღერალი დაკავების ფაქტს იუმორით გამოეხმაურა  და სცენიდან იკითხა, იყო თუ არა აუდიტორიაში ვინმე, ვინც იმ ღამით ავტომობილს მართავდა. ტიმბერლეიკმა მალევე განმარტა, რომ ეს ხუმრობა იყო და გამოსვლა განაგრძო. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სანათა ძაძამია - (სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი)

სოხუმის დაცემიდან 48 საათით ადრე – მსახიობის მოგონება აფხაზეთის ომზე

შემდეგი სტატია

ბრიტანული ბენდი Jungle 18 აგვისტოს საქართველოს ეწვევა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტანეთის პოლიციამ რასელ ბრენდს გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის მუხლით ბრალდება ოფიციალურად წაუყენა

ბრალდებები ოთხ ქალს უკავშირდება. სავარაუდო მსხვერპლების მტკიცებით, ეს ქმედებები 1999 წლიდან 2005 წლამდე პერიოდში მოხდა
მეტი
Mechanical Rainbow - MJERA!

Mechanical Rainbow-ს სიმღერა MJERA

„ცოტნეს ყოველთვის ვეკითხებოდი, თუ სჯეროდა ჩვენი მომავლის და ისიც მპასუხობდა - „მჯერა!“ - იმიტომ, რომ მსგავს სიტუაციაში ერთადერთი საშუალებაა რომ ერთმანეთს დავუჯეროთ. ამ დროს შედეგად არაფერი გვაქვს, მაგრამ რაღაცეებს გრძნობ და ნდობაა მთავარი.“
მეტი
ელტონ ჯონი და ბრენდი კარლაილი ფოტო: პეგი სიროტა

ელტონ ჯონის და  ბრენდი კარლაილის კოლაბორაციული ახალი ალბომი  Who Believes in Angels?

5 აპრილს დუეტი შაბათის ღამის შოუში მუსიკალური სტუმრის სტატუსით წარდგება, მეორე დღეს კი ალბომის აღსანიშნად კონცერტს გამართავენ.
მეტი