Coldplay-ის სიმღერის Good Feelings პრემიერა იტალიაში ჩატარებულ კონცერტზე შედგა

ტრეკი სავარაუდოდ ბრიტანული ბენდის მომავალ ალბომში შევა
კრის მარტინი 2023 წლის 25 ივნისს იტალიაში, ქალაქ მილანში სან სიროს სტადიონზე. ფოტო: სერგიონე ინფონს
კრის მარტინი 2023 წლის 25 ივნისს იტალიაში, ქალაქ მილანში სან სიროს სტადიონზე. ფოტო: სერგიონე ინფონს

ბრიტანულმა ჯგუფმა Coldplay-მ სიმღერა სახელწოდებით Good Feelings, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა, რომის ოლიმპიურ სტადიონზე მიმდინარე კონცერტის დროს შეასრულა.

ჯგუფის გულშემატკივრებმა ამ სიმღერის შესახებ საკმაოდ დიდი ხანია იციან. გამოცემა Rolling Stone-ის თანახმად მაქს მარტინის პროდიუსერობით შექმნილი სიმღერა 2021 წლის ალბომ Music of the Spheres-სთვის იყო შექმნილი, თუმცა ის სავარაუდოდ Coldplay-ის მეათე ალბომ Moon Music-ში შევა.

ივნისში Coldplay-მ  მაქს მარტინის პროდიუსერობით შექმნილი სინგლი Feelslikeimfallinginlove გააზიარა, რომელიც ასევე ალბომ Moon Music-ში შევა.

ახალი ალბომის გამოცემა 4 ოქტომბერს არის დაგეგმილი. 2023 წლის იანვარში კრის მარტინმა Toronto City News-სთან საუბრისას თქვა, რომ ბენდი Music of the Spheres-ის სერიაში მეორე LP-ის გამოსცემს. „ეს მალე არ იქნება, თუმცა მომავალ წელს რამდენიმე ახალი სინგლი გამოვა.“ – აღნიშნა იმ დროს ჯგუფის ფრონტმენმა.

Coldplay-ის გლობალური ტური 2022 წლის 18 მარტს კოსტა-რიკაში დაიწყო. წლევანდელი ტურის ბოლო ორი კონცერტი კი 15-16 ნოემბერს ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში, ედენ პარკშია დაგეგმილი. 

ნახეთ Coldplay-ის სიმღერის Good Feelings დებიუტი ქალაქ რომში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შაკირა კოპა ამერიკის ფინალური მატჩის დროს, 2024 წლის 14 ივლისი, ფლორიდა - ფოტო: კარმენ მანდატო

შაკირა „კოპა ამერიკა 2024“-ის ფინალურ მატჩზე წარდგა

შემდეგი სტატია

გიორგი გიგაშვილი Edison Awards-ზეა ნომინირებული

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი