18 აგვისტოს Starring Georgia-ს ფარგლებში ბრიტანული ჯგუფი Jungle საქართველოს ეწვია. ბენდმა კონცერტი შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე გამართა. კონცერტამდე Front Stage-ზე მსმენელის წინაშე ქართული თანამედროვე სცენის გამორჩეული არტისტები ნინი ნუცუბიძე და ნიკალა წარდგნენ. მათ Jungle-ის კონცერტის ე.წ. გამხსნელი მუსიკალური აქტი შეასრულეს.
მუსიკალური პერფორმანსის დაწყებამდე Billboard Georgia არტისტებს შეხვდა და ინტერვიუ ჩაწერა. მათ მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთ აქტუალურ ბენდთან სცენის გაზიარების მოლოდინებზე ისაუბრეს.
ნინი ნუცუბიძის და ნიკალას შემოქმედება აერთიანებს ქართულ ტრადიციულ კულტურულ მოტივებს, ელექტრონულ ჟღერადობას და ექსპერიმენტულ მუსიკას.
იხილეთ ვიდეო: