ტეილორ სვიფტმა ვენის გაუქმებული კონცერტების შესახებ სიჩუმე დაარღვია

„არ ვაპირებ, საჯაროდ ვილაპარაკო ისეთ რამეზე, რაზე საუბარიც, ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებს გამოიწვევს, რომელთაც ჩემს შოუებზე მოსული გულშემატკივრისთვის ზიანის მიყენება უნდათ.”
ტეილორ სვიფტი
Gareth Cattermole/TAS24/Getty Images

20 აგვისტოს ტეილორ სვიფტმა ოფიციალურად დაასრულა „ერას ტური”. მეორე დღეს კი ვარსკვლავმა ინსტაგრამზე ტურნეს ვრცელი პოსტი მიუძღვნა, სადაც ტერორისტული თავდასხმის საფრთხის გამო გაუქმებულ ვენის კონცერტებზე სიჩუმეც დაარღვია. 

„ოფიციალურად დავასრულეთ ევროპის ერას ტური. ამ ტურმა მოგვიტანა ახალი ტრადიციები შოუებზე, ყველაზე მონდომებული აუდიტორია, ვისთვისაც კი დამიკრავს და სრულიად ახალი ერა.  ეს იყო ყველაზე ჩქარი რიტმი, რაც კი მანამდე გვქონია. ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდითა და ახალგაზრდა შემსრულებლებით, რომლებიც ფიზიკურად შესაძლებელს ხდიდნენ ამ შოუებს, აშენებდნენ და შლიდნენ მასიურ სცენებს და აკეთებდნენ ჯადოქრობას იმ რამდენიმე დღეში. ისინი ყველაზე შთამბეჭდავი ადამიანები არიან, ვისაც კი ვიცნობ და ძალიან იღბლიანი ვარ, რომ მათ თავიანთი დრო, ენერგია და გამოცდილება ერას ტურს დაუთმეს,” – წერს სვიფტი.

მუსიკოსის თქმით, ლონდონის უემბლის სტადიონზე შებიჯება ემოციების ზღვა იყო ვენაში გაუქმებული კონცერტების „გამანადგურებელი” ამბის შემდეგ. „გაუქმების მიზეზმა ახალი შიშით ამავსო ისევე, როგორც უდიდესი დანაშაულის გრძნობით, რადგან ამდენი ხალხი გეგმავდა ამ კონცერტებზე მოსვლას. მაგრამ, ამავდროულად, ძალიან მადლიერი ვიყავი შესაბამისი უწყებების, რადგან სწორედ მათი წყალობით ჩვენ მხოლოდ კონცერტებს ვგლოვობდით და არა სიცოცხლეებს. მე გადავწყვიტე, რომ მთელი ჩემი ენერგია იმ ნახევარ მილიონამდე ადამიანის დაცვას უნდა მოხმარებოდა, რომლებიც ლონდონის შოუებზე მოვიდოდნენ. ჩემი გუნდი და მე ყოველდღიურად ვმუშაობდით სტადიონის თანამშრომლებთან და ბრიტანეთის სამთავრობო უწყებებთან ერთად ამ მიზნის მისაღწევად და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთეს.” 

სვიფტმა ის მიზეზებიც ახსნა, რის გამოც ამ თემაზე აქამდე არ საუბრობდა. „პირდაპირ გეტყვით: არ ვაპირებ, საჯაროდ ვილაპარაკო ისეთ რამეზე, რაზე საუბარიც, ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებს გამოიწვევს, რომელთაც ჩემს შოუებზე მოსული გულშემატკივრისთვის ზიანის მიყენება უნდათ. ასეთ შემთხვევებში სიჩუმე თავშეკავებაა და ისეთი დროის დალოდება, როცა საკუთარი თავის გამოხატვა გამართლებულია. ჩემი პრიორიტეტი ევროპული ტურნეს უსაფრთხოდ დასრულება იყო და დიდი შვებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს მოვახერხეთ.”

ნახეთ ტეილორ სვიფტის სრული განცხადება:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Lady Gaga, 2023 წლის 12 დეკემბერი, ლოს ანჯელესი. ფოტო: გილბერტ ფლორესი

ლედი გაგა ბრუნო მარსთან კოლაბორაციით შექმნილ ახალ სიმღერას TikTok-ზე მღერის

შემდეგი სტატია

იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო წინანდლის ფესტივალის შესახებ საუბრობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი