A$AP Rocky მზადაა, თავისი ახალი ალბომი Don’t Be Dumb, რომელსაც მსმენელი დიდხანს ელოდა, საბოლოოდ წარუდგინოს აუდიტორიას. იქამდე კი რეპერმა უახლეს სინგლზე, Highjack-ზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნა.
კლიპი არტისტის კრეატიულმა სააგენტო AWGE-მ რეჟისორ ტიბო გრევეტთან ერთად გადაიღო. ვიდეო ესთეტიკურად ტიმ ბარტონის Vincent-ისა და დევიდ ლინჩის Eraserhead-ის ერთგვარ ნაზავს მოგვაგონებს. კლიპში A$AP Rocky ფილმ Eraserhead-ის გმირის, ჰენრი სპენსერის მსგავსად არის ჩაცმული. ამგვარად არტისტი მოდასთან თავის კავშირს გამოკვეთს. ტექსტის ერთ-ერთ მონაკვეთში რეპერი თავის პარტნიორზე, რიანაზეც მიანიშნებს.
ახლახან A$AP Rocky ჟურნალ Billboard-ის ყდაზე გამოჩნდა. რეპერი ჟურნალის ახალი ნომრის მთავარი გმირია. ვრცელ ინტერვიუში ის Drake-თან დაპირისპირებასაც შეეხო. როგორც A$AP Rocky აღნიშნავს, დრეიკთან ლირიკული ომით არ არის დაინტერესებული. „მე უფრო დიდი თევზი მივიღე შესაწვავად,” – აღნიშნავს რეპერი Billboard-თან ინტერვიუში.
Როგორც რადიოსადგურ Hot 97-ის ეთერში DJ Kast One-მა განაცხადა, ახალ ალბომში A$AP Rocky არაერთ მნიშვნელოვან თემას ეხება, მათ შორის თავის ყოფილ მეგობარს. „მოდი, ასე ვთქვათ: ეს ყველაფერი კიდევ უფრო შორს წავა,” – აღნიშნა DJ Kast One-მა.
ალბომ Don’t Be Dumb-ის გამოცემა თავდაპირველად 30 აგვისტოს იყო დაგეგმილი, თუმცა ეს თარიღი შეიცვალა და ჩანაწერი შემოდგომაზე გამოვა.