Metallica პატივს მიაგებს გულშემატკივარს, რომელიც მათი კონცერტის დროს გარდაიცვალა 

„ძალიან ამაღელვებელია, რომ სიცოცხლის უკანასკნელი წუთები მან ჩვენთან ერთად გაატარა.”
Metallica
Jeff Kravitz/Getty Images

Metallica პატივს მიაგებს გულშემატკივარს, რომელიც 23 აგვისტოს კანადაში მათი კონცერტის დროს გარდაიცვალა.

ჯგუფმა სოციალურ ქსელში გულწრფელი და ემოციური ტექსტი გამოაქვეყნა და მწუხარება გამოთქვა მათი თაყვანისმცემლის გარდაცვალების გამო.

„პარასკევს, 23 აგვისტოს, ედმონტში ჩვენ Metallica-ს ოჯახის წევრი დავკარგეთ. ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარდაიცვალა, მიწიერი სხეული დატოვა და ახალ თავგადასავალში გადაეშვა. ძალიან სამწუხაროა,  მაგრამ ამავდროულად ძალიან ამაღელვებელია ის ფაქტი, რომ მან სიცოცხლის ბოლო, და იმედია, მხიარული წუთები, ჩვენთან ერთად გაატარა. სამძიმარს ვუცხადებთ ლორნის ოჯახს და მის მეგობრებს. სიყვარულითა და პატივისცემით, Metallica”.

ლორნის მეგობარმა ტრაგიკული მოვლენის შესახებ Metallica-ს ფეისბუქ ჯგუფში დაწერა. „ჩვენ მას ვიკინგს ვეძახდით. ძალიან მოგვენატრება. გთხოვთ,  Metallica-ს სიმღერა იმღერეთ და ჭიქა ასწიეთ ვიკინგის პატივსაცემად.”

Metallica ამჟამად მსოფლიო ტურში იმყოფება, რომელიც 2023 წლის ალბომ 72 Seasons-ის მხარდასაჭერი ტურნეა. ალბომი Billboard 200-ის პირველ ადგილზე გავიდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნორვეგიის ელჩი საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდი წინანდლის ფესტივალის შესახებ საუბრობს

შემდეგი სტატია

„ღამის სერენადები” მე-16 სეზონს მასპინძლობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი