SZA-ს გამომწერმა მათემატიკის დავალების შესრულებაში დახმარება სთხოვა

მუსიკოსმა გეომეტრიის ამოცანის ამოხსნა სცადა.
SZA
Astrida Valigorsky/WireImage

SZA-ს  გულშემატკივარს, როგორც ჩანს, მათემატიკის საშინაო დავალების გაკეთება გაუჭირდა. დასახმარებლად კი, არც მეტი, არც ნაკლები, თავად მუსიკოსს მიმართა და პასუხიც კი მიიღო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„SZA, გეომეტრიის დავალებას ვერ ვაკეთებ, შეგიძლია დამეხმარო? – წერდა გულშემატკივარი.

ოთხი გრემის მფლობელი მუსიკოსის პასუხმაც არ დააყოვნა: „მათემატიკაში სრული ჩერჩეტი ვარ. არ ვიცი, რა ელოდებოდით. მაინც რითი შემიძლია დაგეხმაროთ?”

ამის შემდეგ გულშემატკივარმა მუსიკოსს ამოცანის ფოტო ჩაუგდო, რაზეც SZA-მ მისწერა: „ღმერთო ჩემო, შარში ხართ.”

Მიუხედავად იმისა, რომ დახმარება ვერ შეძლო, მუსიკოსმა მიმოწერის ფოტო ინსტაგრამზე გაავრცელა წარწერით: „ძალიან ვაფასებ ჩემ მიმართ რწმენას.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ცნობილი დირიჟორი კლაუდიო ვანდელი წინანდლის ფესტივალზე თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად წარდგება

შემდეგი სტატია

A$AP Rocky აანონსებს ახალ ტრეკს, რომლის სახელწოდებაა Tailor Swif

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი