ადელი ლას-ვეგასის რეზიდენციის შემდეგ გრძელვადიან მუსიკალურ პაუზას აიღებს

სუპერვარსკვლავმა სამომავლო გეგმები მიუნხენის რეზიდენციის ფინალურ შოუზე გაამხილა.
ადელი მიუნხენში, 2024 წლის 2 აგვისტო Kevin Mazur/Getty Images for AD
ადელი მიუნხენში, 2024 წლის 2 აგვისტო
Kevin Mazur/Getty Images for AD

ბრიტანელი მუსიკოსი ადელი გრძელვადიანი მუსიკალური პაუზის აღებას გეგმავს და სურს, ყურადღების ცენტრში ყოფნისგან დაისვენოს. 31 აგვისტოს სუპერვარსკვლავმა მიუნხენში ბოლო შოუს დროს აუდიტორიას სამომავლო გეგმები გაუზიარა. მომღერალი ლას-ვეგასის შოუს დასრულების შემდეგ ხანგრძლივ შესვენებას აპირებს.

„უბრალოდ დასვენება მჭირდება. ბოლო შვიდი წელი ჩემი ახალი ცხოვრების შექმნაში გავატარე, ახლა კი მინდა, მისით ვიცხოვრო. ძალიან მომენატრება ეს ყველაფერი, მაგრამ მინდა იმ ცხოვრებით დავტკბე, რომელსაც ამდენი ხანია ვაშენებ,” – მიმართა ადელმა აუდიტორიას. 

მიუნხენში ადელის ათი შოუ წარმატებით დასრულდა. ლას-ვეგასის რეზიდენცია კი Caesars Palace-ში ოქტომბერში დაიწყება, სადაც ადელი კვლავაც ათ შოუს გამართავს.

„ამის შემდეგ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ გიხილავთ, თუმცა მთელი ამ შესვენების განმავლობაში ჩემს გულში იქნებით,” – თქვა ადელმა.

ადელმა მუსიკალური შესვენების შესახებ ინფორმაცია ზაფხულის დასაწყისშიც გააზიარა.

„მე არ ვაპირებ ახალ სიმღერებზე მუშაობას. ლას-ვეგასის შოუების შემდეგ ხანგრძლივი შესვენება მინდა. მსურს, ცოტა ხნით სხვადასხვა კრეატიულ საქმიანობას მივყო ხელი. სულაც არ მომწონს რომ ცნობილი ვარ,” – განუცხადა მომღერალმა გერმანულ გამოცემას ZDF. 

ადელმა Weekends With Adele-ის შოუები 2022 წლის ნოემბერში დაიწყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში მან 100 ლაივ შოუს უმასპინძლა.

ადელი 2016-17 წლების შემდეგ მსოფლიო ტურნეში არ ყოფილა. მისთვის ალბომსა და ტურნეებს შორის ხანგრძლივი მუსიკალური პაუზების აღება ახალი არ არის. სუპერვარსკვლავს მუსიკალური შესვენებები 2008, 2011, 2015 და 2021 წელსაც ჰქონდა აღებული.

იანვარში ერთ-ერთი Weekends With Adele შოუს დროს მომღერალმა აუდიტორიას მიმართა:  „ახა­ლი მუ­სი­კის შექ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბით  არა­ნა­ი­რი გეგ­მე­ბი არ მაქვს.” – ეს კი იმის მანიშნებელია, რომ თუ ადელი ახალ ალბომს გამოსცემს, შესაძლოა მსოფლიო ტურნეც დააანონსოს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სოფო ბათილაშვილმა მსმენელს საკუთარი ბენდი წარუდგინა

შემდეგი სტატია

Ali – ანუკა ყიფშიძემ ახალი სინგლი გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი