Oasis-ის ალბომი Definitely Maybe გამოცემიდან 30 წლის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს მუსიკალურ ჩარტებში ლიდერ პოზიციებზე დაბრუნდა

უკანასკნელ 14 წელიწადში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა Oasis ოფიციალური ალბომების ჩარტების ლიდერია.

ჯგუფ Oasis-ის ცნობილი ალბომი Definitely Maybe გამოცემიდან 30 წლის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს მუსიკალურ ჩარტებში დაწინაურდა. უკანასკნელ 14 წელიწადში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ცნობილი ჯგუფი ოფიციალური ალბომების ჩარტების ლიდერია. 

სამი ათწლეულის წინ ალბომი ჩარტების პირველ ადგილს იკავებდა. 30 წლის იუბილესთან დაკავშირებული დელუქს გამოცემის წყალობით კი ნამუშევარი ჩარტების წამყვან პოზიციას დაუბრუნდა. ახალი გამოცემა აქამდე გამოუქვეყნებელ მასალასაც შეიცავს. მათ შორის არის  Monnow Valley-ის მუსიკალური სესიები, Sawmills-ის სტუდიის ჩანაწერები და Sad Song-ის ალტერნატიული სადემონსტრაციო ვერსია. 

გამოცემისთანავე ალბომის გაყიდვები პროგრესულად იზრდებოდა. გაყიდული ალბომების 50% ვინილის ფირფიტაა. ამ მონაცემებით Definitely Maybe-ს დელუქს გამოცემამ პირველი ადგილი დაიკავა ოფიციალური ალბომების ჩარტში და ოფიციალური ვინილების ჩარტში. 

ჩარტებში ბენდის დაბრუნების პარალელურად ოაზისი 2025 წლის ტურნესათვის ემზადება. აგვისტოს ბოლოს ბენდმა დიდი დაბრუნება დააანონსა. Oasis-ის 2025 წლის ტურნე მოიცავს ისეთ ქალაქებს, როგორებიც არის კარდიფი, მანჩესტერი, ლონდონი, ედინბურგი და დუბლინი. 

დიდი მოთხოვნის გამო ჯგუფმა უიმბლდონის სტადიონზე კონცერტების  დამატებითი თარიღები დაამატა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The Weeknd Courtesy of Apple

The Weeknd-ახალ სინგლს აანონსებს

შემდეგი სტატია

Nick Cave & the Bad Seeds Tino Vacca

შვიდი წლის შემდეგ პირველად Nick Cave & The Bad Seeds  ჩრდილოამერიკულ ტურნეს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი