ბათუმის საავტორო ფილმების რიგით XIX საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF იწყება

„სექტემბრის ბათუმი განუყოფლად ასოცირდება BIAFF-თან და კინოსთან” – ზვიად ელიზიანი – BIAFF-ის მენეჯერი.
ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი (BIAFF)
ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი (BIAFF)


27 სექტემბერს ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი (BIAFF) გაიხსნება. რიგით XIX საერთაშორისო კინოფესტივალი ერთი კვირის განმავლობაში – 3 ოქტომბრამდე გაგრძელდება და კინომოყვარულებს ქართული და უცხოური ფილმების რეტროსპექტივას შესთავაზებს.

ფესტივალი ქართული სახელოვნებო სფეროსათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, მისი პროგრამა კი ტრადიციულად საკონკურსო სექციებს და არასაკონკურსო ჩვენებებს მოიცავს. ფესტივალზე წარმოდგენილია როგორც სრულმეტრაჟიანი, ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმები. 

ზვიად ელიზიანი – კინოფესტივალის მენეჯერი:

„BIAFF-მა არსებობის 19 წლის მანძილზე მოახერხა, რომ ჩამოყალიბებულიყო წარმატებულ საერთაშორისო კინოფესტივალად, რომელსაც იცნობენ როგორც საქართველოში ასევე უცხოეთში. იგი ბათუმისთვის იქცა ერთ-ერთი მნიშვნელოვან  ფესტივალად – სექტემბრის ბათუმი განუყოფლად ასოცირდება  BIAFF-თან და კინოსთან.  BIAFF მნიშვნელოვან როლს ასრულებს კინოინდუსტრიის განვითარებისა და აჭარის რეგიონის პოპულარობის გაზრდის კუთხით.  ამ მხრივ რამდენიმე ძირითადი ასპექტი შეიძლება გამოვყოთ:

– კინოხელოვნების პოპულარიზაცია  – კინოფესტივალი დღესდღეობით ერთადერთი პლატფორმაა, სადაც შესაძლებელია დიდ ეკრანზე მაღალმხატვრული, არაკომერციული კინოს ჩვენება;

– კინოგანათლების ხელშეწყობა – კინოფესტივალზე სტუმრის სტატუსით ჩამოსული კინორეჟისორების მიერ ტარდება საინტერესო მასტერკლასები სტუდენტებისთვის და კინოს სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის;

– ქართული კინოს პოპულარიზაცია და კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა – BIAFF-ზე არსებული ინდუსტრიული პლატფორმა „ალტერნატიული ტალღა” ხელს უწყობს ქართველ კინორეჟისორებსა და პროდიუსერებს ახალი კინოპროექტების განვითარებაში – სხვადასხვა ტიპის ტრენინგების, ვორქშფოების, პიჩინგის ორგანიზებით;

– ბათუმის კულტურული ცხოვრების გააქტიურება – ვფიქრობთ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია. BIAFF კინოფესტივალი უკვე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად და წარმოადგენს ბათუმელებისთვის ერთ-ერთ საინტერესო და საყვარელ ფესტივალს, სადაც ყველა კინომოყვარულს აქვს შესაძლებლობა, ნახოს მათთვის საინტერესო კინოფილმები, შეხვდეს ჩამოსულ კინორეჟისორებს, მსახიობებს და.ა.შ.

– ბათუმის კინოფესტივალი დადებით როლს ასრულებს ბათუმის (და ზოგადად რეგიონის) პოპულარიზაციის საქმეში. ფესტივალზე ჩამოდის მრავალი საინტერესო და ცნობილი რეჟისორი, მსახიობი, პროდიუსერი, ასევე ფესტივალის შესახებ იწერება საერთაშორისო მედიაშიც, რაც, ცხადია, არამარტო ფესტივალის, არამედ ქალაქის ცნობადობასაც ზრდის. ასევე გარკვეულწილად ხელს უწყობს ბათუმისა და აჭარის  რეგიონის,  როგორც კინოგადაღების ადგილის პოპულარიზაციას.”
ტრადიციულად ფესტივალს საკონკურსო სექციები აქვს. წლევანდელ კინოფესტივალზე ორი საერთაშორისო საკონკურსო სექციაა წარმოდგენილი: მხატვრული ფილმების კონკურსი, სადაც მონაწილეობს ათი ფილმი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი,  სადაც მონაწილეობას იღებს ოცი ფილმი.

„გარდა საკონკურსო სექციებისა, გვაქვს რამდენიმე სექცია – „ფოკუსი – უკრაინა“, „დიდოსტატთ კოლექცია“ (ცნობილი რეჟისორების ახალი ფილმები), „ქართული პანორამა“ (ახალი ქართული ფილმები არასაკონკურსო ჩვენებით) და „ქართული კინოკლასიკა“, რომლის ფარგლებშიც ნაჩვენები იქნება თენგიზ აბულაძის და სერგო ფარაჯანოვის 100 წლისთავთან და ოთარ იოსელიანის 90 წლისთავთან დაკავშირებით თითო ფილმი.”

კინოფესტივალის საკონკურსო ფილმებს საერთაშორისო ჟიური აფასებს,  მხატვრული ფილმების კატეგორიაში 5 წევრისგან შემდგარ ჟიურის გიორგი ოვაშვილი ხელმძღვანელობს, მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციას კი სამკაციანი ჟიური თამარ ბართაიას ხელმძღვანელობით შეაფასებს. გამარჯვებულები  ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდებიან.  

„რაც შეეხება მოწვეულ მთავარ  ან სპეციალურ სტუმარს, წელს არ გვეყოლება რომელიმე გამორჩეული სტუმარი.  ბათუმის კინოფესტივალზე მრავალი ცნობილი უცხოელი და ქართველი კინორეჟისორი იმყოფებოდა წინა წლებში,  თუმცა წელს ეს ვერ მოხერხდება, რადგან ფესტივალი მინიმალური ბიუჯეტით იმართება – შეწყვეტილი გვაქვს სახელმწიფო დაფინანსება (მათ შორის, უკვე მესამე წელია, ყოველგვარი ლოგიკური არგუმენტაციის გარეშე უარს გვეუბნებიან დაფინანსებაზე ფესტივალის მთავარი სპონსორები – ბათუმის მერია და აჭარის კულტურის სამინისტრო.) ფესტივალის სტუმრები ძირითად იქნებიან ჟიურის წევრები,  ქართული ფილმების რეჟისორები, მსახიობები, და ასევე კინოფესტივალის მონაწილე რამდენიმე ფილმის რეჟისორი.”

ყოველწლიურად ბათუმის კინოფესტივალზე კინოში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზი გაიცემა. როგორც „ბილბორდ საქართველოს” ფესტივალის მენეჯერმა ზვიად ელიზიანმა განუცხადა, „წელს ეს პრიზი, ცნობილ ქართველ მსახიობს გია ბურჯანაძეს გადაეცემა.” 

„მიუხედავად სახელმწიფო დაფინანსების სრულად შეწყვეტისა (რაც 2022 წელს მოხდა პირველად),  ფესტივალი მაინც ახერხებს არსებობას, ტარდება და კინომოყვარულებს სთავაზობს ძალიან  საინტერესო და მრავალფეროვან კინოპროგრამას.” – აღნიშნა კინოფესტივალის მენეჯერმა.

BIAFF-ის ფესტივალი ქართული და უცხოური საავტორო და არაკომერციული ფილმების ჩვენებით,  კულტურულ ინტეგრაციასა და საერთაშორისო თანამშრომლობას ემსახურება, სადაც კინორეჟისორებს, პროდიუსერებსა და კინოკრიტიკოსებს საშუალება ეძლევათ წარადგინონ ნამუშევრები და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ.
ფესტივალის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ  ნახოთ ბმულზე.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტროი სივანი და Charli XCX Magnum Beach-ზე 2024 წლის 16 მაისი, საფრანგეთი, კანი Arnold Jerocki/Getty Images

აირჩიეთ კვირის განმავლობაში გამოსული თქვენი ფავორიტი სიმღერა

შემდეგი სტატია

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ტეილორ სვიფტი სძულს

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი
თიკუ კობიაშვილის ფილმი - „შინაგანი გაზაფხულების ყვავილობა“

ქართველი რეჟისორის, თიკუ კობიაშვილის ფილმის პრემიერა Berlinale Forum-ის სპეციალურ პროგრამაში შედგება

„ფილმი „შინაგანი გაზაფხულების ყვავილობა“ 2024 წლის თბილისის ქუჩებში საპროტესტო აქციებს ეხმიანება, რომელიც ე.წ. „უცხოელი აგენტების" კანონის წინააღმდეგ არის მიმართული.“ - წერია ბერლინალეს ოფიციალურ გვერდზე.
მეტი
არიანა გრანდე „ოქროს გლობუსის” ნომინაციების გამოცხადების დროს, ბევერლი ჰილზი 2024 წლის 17 დეკემბერი. ფოტო კევინ უინტერი

არიანა გრანდეს თქმით, ოდრი ჰეპბერნის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი იდეალური უნდა იყოს

მისი ბოლო ჩაცმულობის სტილმა საზოგადოებაში გააჩინა ეჭვი, თითქოს გრანდეს ჰეპბერნის როლის შესრულება სურს.
მეტი

საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზენდეია და ტომ ჰოლანდი დაინიშნნენ

გულშემატკივრებმა შეამჩნიეს, რომ Dune-ის ვარსკვლავი 2025 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე დიდი ბრილიანტის ბეჭდით გამოჩნდა.
მეტი
Will Kolak - ფოტო: ბექა ბეგიაშვილი

will kolak Mad Cool Festival-ის შესარჩევ კონკურსში იღებს მონაწილეობას

ქართულმა გარაჟ-როკ ბენდმა ფესტივალის კონკურსის პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა, მეორე ეტაპი კი ხალხის მხარდაჭერას და ხმის მიცემას გულისხმობს.
მეტი

პოლ მესკალი, სავარაუდოდ, Beatles-ზე გადაღებულ ფილმში ითამაშებს

Sony Pictures საკულტო ჯგუფის შესახებ ოთხი დამოუკიდებელი ბიოგრაფიული ფილმის გამოცემას გეგმავს. თითოეული ფილმი ბენდის თითო წევრს მიეძღვნება.
მეტი