The Weeknd და Playboi Carti ახალ სიმღერას აქვეყნებენ

წყვილმა დუეტი პირველად ბრაზილიაში, The Weeknd-ის კონცერტზე შეასრულა.
The Weeknd
Pedro Vilela/Getty Images

The Weeknd და Playboi Carti ახალ სიმღერას აქვეყნებენ სახელწოდებითTimeless. დუეტი მუსიკოსებმა პირველად სექტემბრის დასაწყისში ბრაზილიაში, The Weeknd-ის კონცერტზე შეასრულეს. 

წყვილის ბოლო თანამშრომლობა 2023 წლის ივნისში მადონასთან ერთად შედგა სიმღერაზე Popular, The Weeknd-ის HBO-ს სერიალისთვის The Idol. კომპოზიცია Billboard Hot 100-ში 43-ე ადგილით შევიდა. 2024 წლის ივნისში კი ამერიკის ხმის ჩამწერმა ასოციაციამ მას პლატინის სერტიფიკატი მიანიჭა. 

Timeless მეორე ოფიციალური სინგლია The Weeknd-ის მომავალი ალბომიდან Hurry Up Tomorrow, რომელიც მესამე და ბოლო ნაწილი იქნება მუსიკოსის After Hours/Dawn Fm ტრილოგიისა. ალბომის პირველი სინგლი Dancing in the Flames მე-14 ადგილზე გავიდა Billboard Hot 100-ში. რაც შეეხება Playboi Carti-ს, მისი ბოლო სინგლი All Red, მომავალი ალბომიდან I Am Music, პირველად მოხვდა R&B/ჰიპ-ჰოპ ჩარტის ტოპ ათეულში, როგორც სოლო არტისტის ნამუშევარი.  წელს მუსიკოსი Hot 100-ის პირველ ადგილზეც გავიდა – კანიე უესტსა და ტაი დოლა საინთან ერთობლივი სიმღერით Carnival.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„მოანას” ახალი ნაწილის თიზერში ანიმაციის საუნდტრეკი We’re Back გაჟღერდა

შემდეგი სტატია

თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „არტისტერიუმი” იხსნება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი