კენდრიკ ლამარის სიმღერამ „ბილბორდის“ ჩარტის რეკორდი მოხსნა

ჩარტის 35-წლიან ისტორიაში Not Like Us იქცა მუსიკალურ ნამუშევრად, რომელმაც ყველაზე დიდხანს შეინარჩუნა პირველი ადგილი.
კენდრიკ ლამარი. ფოტო: Michael Blackshire/Los Angeles Times/Getty Images

დრეიკსა და კენდრიკ ლამარს შორის დაპირისპირება თითქოს წარსულს ჩაბარდა, თუმცა ამ ამბის ყველაზე ხმაურიანი ტრეკი, კენდრიკ ლამარის Not Like Us, რეკორდულ ნამუშევრად იქცა. Billboard-ის Hot Rap Songs ჩარტში მან უპრეცედენტო ხანგრძლივობით, 21 კვირით შეინარჩუნა ლიდერობა, რითაც Lil Nas X-ის 2019 წლის ჰიტის, Old Town Road-ის რეკორდი მოხსნა. 

Not Like Us 4 მაისს რეპერების დაპირისპირების  კულმინაციის პერიოდში გამოიცა. ნამუშევარმა რეკორდული მაჩვენებელი ჩარტის სამი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით დააფიქსირა: სტრიმინგი, გაყიდვები და რადიო ეთერი.

Luminate-ის მონაცემებით, შეერთებული შტატების მასშტაბით ბოლო კვირაში ტრეკი 17.1 მილიონი ოფიციალური სტრიმით დაწინაურდა. ლამარის ჰიტი ასევე ინარჩუნებს მე-7 პოზიციას Radio Songs ჩარტში, სადაც ყველა ჟანრი ერთიანდება.  

Not Like Us  აგრძელებს კენდრიკ ლამარის მონოპოლიას Hot Rap Songs-ის ჩარტში. მხოლოდ ივნისში, ემინემის Husini-მ შეძლო და ლამარის ტრეკს ერთი კვირით ჩამოართვა ლიდერის სტატუსი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მერაია ქერი და არიანა გრანდე - ფოტო: კატია თემკინი

არიანა გრანდეს თქმით, მერაია ქერი მისი ცხოვრების დედოფალია

შემდეგი სტატია

A$AP Rocky-ს თქმით, მან თავიდანვე იცოდა, რომ რიანა მისი შვილების დედა იქნებოდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი

უილ სმითის თქმით, The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა

უილ სმითმა Broken Record-ის პოდკასტში სტუმრობისას, თანაწამყვან ჯასტინ რიჩმონდთან საუბრისას გაამხილა, რომ The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე…
მეტი