People – ჯგუფმა Lady Heroine ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა

სიმღერა შევა ჯგუფის დაანონსებულ ალბომში, რომელიც ნოემბერში გამოიცემა.
Lady Heroine – People

ჯგუფმა Lady Heroine ახალი მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნა. კლიპი გადაღებულია სიმღერაზე People, რომელიც ჯგუფის დაანონსებულ ალბომში შევა. 

როგორც Lady Heroine-ის ფრონტმენი კოტე კალანდაძე Billboard Georgia-სთან საუბრისას ამბობს,  სიმღერის ტექსტი ადამიანების ერთმანეთისგან გაუცხოებაზეა. კოტე კალანდაძის თქმით, კონკრეტულ კლიპში მონაწილეობას იღებს იმ პროტესტის მონაწილეების ნაწილი, ვინც არ ეთანხმება კულტურის სამინისტროს რეპრესიულ და არაგამჭვირვალე პოლიტიკას.  უფრო კონკრეტულად კი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, როს გამოც  450-ზე მეტი კინემატოგრაფისტი დაახლოებით წელიწადნახევარია, რაც ბოიკოტის რეჟიმშია კინოცენტრთან.

კოტე კალანდაძე:

„კლიპი ერთ დღეში გადავიღეთ და, თუ სწორად მახსოვს, იმავე დღეს დავამონტაჟე. შემდეგ შევეხმიანე კინო-პროტესტის მონაწილეებს და საკუთარი პორტრეტების 5-წამიანი ვიდეოების გამოგზავნა ვთხოვე. ასე შეიქმნა ვიდეო.”

Lady Heroine-მა ამ დროისათვის ბოლო ალბომი, Post Punk,  2023 წელს გამოსცა. რაც შეეხება  ჯგუფის დაანონსებულ ნამუშევარს, მასში 10 სიმღერა შევა. 

Post Punk-ის მსგავსად, ახალი ალბომიც პანდემიის პერიოდში ჩაწერილ მასალას უკავშირდება. ძალიან ბევრს ვმუშაობდით მაშინ სახლში ჩაკეტილები და ბევრი ტრეკი ჩავწერეთ. ჟღერადობა უფრო ეკლექტურია და რამდენიმე სტილის ნაზავია, მათ შორის არის პოსტ პანკი, Dark Wave, სინთ პოპი, ჰიპ-ჰოპი. ალბომს ნოემბერში გამოვცემთ.”

Lady Heroine 2009 წელს შეიქმნა და ამ დროისათვის ხუთი ალბომი გამოსცა. ბენდის წევრები არიან: კოტე კალანდაძე (ვოკალი გიტარა),  გიორგი კორძახია (გიტარა, კომპიუტერი) ირაკლი დოლიძე (ბას გიტარა) და დიმიტრი ოგანესიანი (დასარტყამი ინსტრუმენტები). 

რაც შეეხება ახალ ალბომს, მის ჩაწერაში ჯგუფის წევრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ირაკლი დოლიძემ, რომელსაც ალბომში  ბას გიტარის პარტიები ეკუთვნის. ასევე ტრეკში სახელწოდებით People სოლო გიტარის პარტიას ნიკოლოზ ბუზალაძე (ბულია) ასრულებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Kreizi Frog – ანუკა ყიფშიძის ახალი მუსიკალური ვიდეო

შეიძლება დაგაინტერესოთ

Kreizi Frog – ანუკა ყიფშიძის ახალი მუსიკალური ვიდეო

ანუკა ყიფშიძის, როგორც სოლო არტისტის, დებიუტი 2024 წლის აპრილში შედგა. ამ დროისთვის მას გამოცემული აქვს ერთი ალბომი, სახელწოდებით Ma Tsa De.
მეტი

კენდრიკ ლამარი ამბობს, რომ ის „ავი ადამიანი” არ არის და ხსნის, თუ რას ნიშნავს მისთვის Not Like Us 

„მე მჯერა სიყვარულისა და ომის და მჯერა, რომ ორივეს არსებობა საჭიროა,” - აღნიშნა ლამარმა SZA-სთან ინტერვიუში.
მეტი

 21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 10 – ადელი

ადელი 2010-იანი წლების ყველაზე დიდი კომერციული ძალა იყო, რომელმაც დაამსხვრია ის მოლოდინები, რაც იმ ეპოქის პოპვარსკვლავებისგან გვქონდა.
მეტი

შერმა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ყოველწლიურ ცერემონიაზე თავისი გამოსვლა ქალებს მიუძღვნა

მუსიკოსმა საკუთარ კარიერულ გზაზე ისაუბრა და გაიხსენა დედის რჩევა, რომელიც მას წარმატების მიღწევაში დაეხმარა.
მეტი

ახალგაზრდა ამომრჩევლისთვის ხმის მისაწვდენად კამალა ჰარისის კამპანიამ ტეილორ სვიფტის ფილტრი შექმნა

დემოკრატები სხვადასხვა შტატში „ერას ტურის” თემატურ ბილბორდებსაც ათავსებენ.
მეტი

ლიემ პეინის გარდაცვალების შემდეგ მისი 2020 წლის ემოციური წერილი გავრცელდა.  მომღერალი 10 წლის საკუთარ თავს წერდა: „შენ გეშინია, თითქოს მარტო ხარ, მაგრამ ეს ასე არ არის.“

ლიემ პეინი 31 წლის ასაკში, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში მდებარე სასტუმროს ოთახიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა.
მეტი