მსახიობი ჯერემი ალენ უაიტი ფილმში Deliver Me From Nowhere ბრიუს სპრინგსტინის როლს ასრულებს

ბიოგრაფიული ფილმი ბრიუს სპრინგსტინის 1982 წლის ალბომ Nebraska-ს შექმნის ისტორიას მოგვითხრობს.
ჯერემი ალენ უაიტი ოქროს გლობუსის 81-ე დაჯილდოებაზე, 2024 წლის 7 იანვარი, ბევერლი ჰილზი, კალიფორნია. ფოტო: დენ დოპერალსკი / /Golden Globes 2024/Golden Globes 2024 via Getty Images
ჯერემი ალენ უაიტი ოქროს გლობუსის 81-ე დაჯილდოებაზე, 2024 წლის 7 იანვარი, ბევერლი ჰილზი, კალიფორნია.
ფოტო: დენ დოპერალსკი / /Golden Globes 2024/Golden Globes 2024 via Getty Images

ჯერემი ალენ უაიტმა სერიალ The Bear-ში შეფ-მზარეულის როლის შესრულებისთვის ორი „ემი“ უკვე მოიგო, ახლა კი ოსკარის პირველი ნომინაციისთვის იბრძოლებს. 

28 ოქტომბერს Disney-ს 20th Century Studios-მ პირველი კადრები გამოაქვეყნა, სადაც ჯერემი ალენ უაიტი ფილმ Deliver Me From Nowhere-ში თამაშობს. ბიოგრაფიული ფილმი მუსიკის ლეგენდის, ბრიუს სპრინგსტინის  შესახებაა და ის 2025 წელს გამოვა.

ფოტოში ჯერემი ალენ უაიტი სპრინგსტინის სტილშია გამოწყობილი, მისი ტალღოვანი თმა კი ახალგაზრდა სპრინგსტინის გარეგნობას იდეალურად ესადაგება.

ფილმის Deliver Me From Nowhere-ის რეჟისორი და სცენარისტი სკოტ კუპერი გახლავთ. ფილმი ამავე სახელწოდების  უორენ ზეინსის წიგნის ადაპტირებული ვერსიაა, თავად წიგნი კი ბრიუს სპრინგსტინის ალბომის, Nebraska-ს (1982) შექმნის ისტორიას მოგვითხრობს.

სანამ სპრინგსტინი 1984 წელს ალბომ Born in the U.S.A.-ის გამოშვებით ამერიკული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სახედ იქცეოდა, აკუსტიკური ალბომი Nebraska გამოსცა. ეს არის მელანქოლიური ჩანაწერების კრებული, რომელმაც ბილბორდ 200-ში მესამე ადგილი დაიკავა. ალბომი შეიცავს სინგლებს: Atlantic City  და Open All Night.

ფილმში Deliver Me From Nowhere მსახიობ ჯერემი ალენ უაითის გარდა ემის ჯილდოს მფლობელი პოლ უოლტერ ჰაუზერი და ავსტრალიელი მსახიობი ოდესა იანგიც იღებენ მონაწილეობას.  გამოცემა Variety-ს თქმით, ამ ფილმში როლის შესრულებით „ემის“ ჯილდოს მფლობელი ჯერემი სტრონგიც არის დაინტერესებული.

ფილმის პროდიუსერები არიან ელენ გოლდსმიტ-ვეინი, ერიკ რობინსონი და Netflix Films-ის  ყოფილი ხელმძღვანელი სკოტ სტუბერი, რომლისთვისაც Netflix-ის შემდეგ ეს პირველი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება. გამოცემა Deadline-ის ცნობით, ბრიუს სპრინგსტინი და მისი მენეჯერი ჯონ ლანდაუ  ფილმის შემოქმედებით პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი.

აღსანიშნავია, რომ ბილბორდ 100-ის ათეულში ბრიუს სპრინგსტინის  თორმეტი ჰიტია მოხვედრილი, მათ შორისაა: 1980 წელს – Hungry Heart (მე-5 ადგილი), 1985-ში – Glory Days (მე-5 ადგილი) და 1994 წელს – Streets of Philadelphia (მე-9 ადგილი). ამ უკანასკნელს იმავე წელს  საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაში „ოსკარი“ მიენიჭა. ბილბორდ 200-ის ჩარტში ბრიუს სპრინგსტინის 11 ალბომი პირველ ადგილს იკავებს, მათ შორის: Tunnel of Love (1987), The Rising (2002) და High Hopes (2014).

ჯერემი ალენ უაიტი ბრიუს სპრინგსტინის როლში
</br>
მარკ სელიგერი/20th Century Studios
ჯერემი ალენ უაიტი ბრიუს სპრინგსტინის როლში
მარკ სელიგერი/20th Century Studios

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სელინ დიონი ლას-ვეგასში ადელის კონცერტს დაესწრო

შემდეგი სტატია

ახალ სარჩელში Diddy-ს 10 წლის ბიჭზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

Green Day კალიფორნიის ხანძრისგან დაზარალებულთა დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე. კალიფორნია. 2025 წლის 30 იანვარი

Green Day კინოინდუსტრიაში ახალი კომედიური პროექტით პირველ ნაბიჯებს დგამს

ფილმი, სახელწოდებით New Years Rev, რომელიც Green Day-ის პირველი ტურნეთია (Tour Van) შთაგონებული, ამჟამად გადაღებების პროცესშია.
მეტი

ბრედ პიტის გეგმები ჯეფ ბაკლის ბიოგრაფიული ფილმისთვის მუსიკოსის დედამ ჩაშალა

„ჩვენ უნდა შეგიღებოთ თმა, გაგიკეთოთ ყავისფერი კონტაქტური ლინზები ლურჯ თვალებზე, პირი უნდა გააღო და იქიდან ჯეფის ხმა ამოვიდეს?”
მეტი

არიანა გრანდე ოსკარის ნომინაციაში მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაშია წარდგენილი

ვარსკვლავის თქმით პირველი ოსკარის ნომინაციას ის პატარა არიანას მიუძღვნის
მეტი

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი
თიკუ კობიაშვილის ფილმი - „შინაგანი გაზაფხულების ყვავილობა“

ქართველი რეჟისორის, თიკუ კობიაშვილის ფილმის პრემიერა Berlinale Forum-ის სპეციალურ პროგრამაში შედგება

„ფილმი „შინაგანი გაზაფხულების ყვავილობა“ 2024 წლის თბილისის ქუჩებში საპროტესტო აქციებს ეხმიანება, რომელიც ე.წ. „უცხოელი აგენტების" კანონის წინააღმდეგ არის მიმართული.“ - წერია ბერლინალეს ოფიციალურ გვერდზე.
მეტი