2024 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

„წინანდლის პრემიის“ ლაურეატები სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდებიან.
წინანდლის პრემია 2024

ზურაბ ჟვანიას ფონდი აგრძელებს ახალგაზრდების მხარდაჭერას სახელოვნებო, ჰუმანიტარულ და სამეცნიერო სფეროში და  2024 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს. 

„წინანდლის პრემიის” მიღება შეუძლიათ 18-30 წლის ახალგაზრდებს შემდეგ ნომინაციებში: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა (პროზა), მხატვრული ლიტერატურა (პოეზია),  მუსიკალური ხელოვნება, სახვითი ხელოვნება, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები. 

განცხადებები 2024 წლის 7 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით მიიღება. განაცხადის მიღების დეტალებისათვის იხილეთ ბმული

„წინანდლის პრემიის“ ისტორია 1998 წლიდან იწყება. პრემიის დაწესების იდეა წინანდალში ახალგაზრდა შემოქმედთა შეხვედრა-სემინარზე დაიბადა. პირველი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია 1999 წელს თეატრალურ სარდაფში გაიმართა. პროექტს თავიდანვე აქტიურად უჭერდა მხარს პარლამენტის იმდროინდელი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია. „წინანდლის პრემია“ სწორედ მისი პატრონაჟით ტარდებოდა. უკვე მრავალი წელია, პროექტს „ზურაბ ჟვანიას ფონდი“ წარადგენს. 

„წინანდლის პრემიის“  გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში სპეციალურ საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლინდებიან.  ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სხვადასხვა პრიზით და ფულადი პრემიით. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ახალ სარჩელში Diddy-ს 10 წლის ბიჭზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

შემდეგი სტატია

ზაზა ხუციშვილის სიმღერა ჰოლივუდის ფილმში გაჟღერდება, რომელშიც მთავარ როლს სილვესტერ სტალონე თამაშობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კანიე უესტის თქმით, მან და მისმა მეუღლემ გრემის აჯობეს

„ჩემი ცოლი „გუგლში” ყველაზე ხშირად მოძებნილი ადამიანია დედამიწაზე,” - დაწერა რეპერმა ინსტაგრამის უკვე წაშლილ პოსტში.
მეტი
კრის მარტინი გრემის 67-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე Crypto.com Arena-ს სცენაზე - 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო: ემი სუსმანი /Getty Images

კრის მარტინმა სიმღერა All My Love-ის შესრულებით გარდაცვლილ მუსიკოსებს პატივი მიაგო

გრემის ცერემონიალზე, In Memoriam-ის ნაწილში, პატივი მიაგეს იმ არტისტებს, ვინც გასულ წელს გარდაიცვალა. მათ შორის: ლაიამ პენი, ტობი კითსი და სემ მური
მეტი

ექვსი არტისტი, რომლებიც 2025 წლის გრემის დაჯილდოების საუბრების მთავარი გმირები იქნებიან

ბიონსედან დაწყებული, ჩაპელ როუნით დასრულებული, ამ სუპერვარსკვლავებმა შესაძლოა წლევანდელი ცერემონია განსაზღვრონ
მეტი