არიანა გრანდეს თქმით, ფილმ Wicked-ში გლინდას როლის მოპოვებისთვის მხოლოდ სუპერვარსკვლავობა საკმარისი არ იყო

მომღერალი ემოციურად იხსენებს კრისტინ ჩენოვეთის სიტყვებს გლინდას როლის შესახებ
Ariana Grande on 'Sentimental Men Podcast. Courtesy Photo
Ariana Grande on ‘Sentimental Men Podcast.
Courtesy Photo

არიანა გრანდეს თქმით, ფილმ Wicked-ის ორწლიანი პროექტის კინემატოგრაფიული ადაპტაციისთვის პერსონაჟ გლინდას როლზე დამტკიცებას დასაბუთებული არგუმენტები სჭირდებოდა. როგორც პოპ-ვარსკვლავმა პოდკასტ Sentimental Men-ის წამყვანებთან ქუენსი ბორნთან და კევინ ბიანჩთან საუბრის დროს აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ბილბორდის საუკეთესო 100-ში მისი ცხრა ჰიტი პირველ ადგილს იკავებდა, ასევე უზომოდ უყვარს და იცის 1939 წლის ჯუდი გარლანდის ფილმი და 2003 წლის ტონის გამარჯვებული ბროდვეის პიესა Wicked, მისთვის რეჟისორ ჯონ ჩუს ფანტასტიკურ ახლებურ ვერსიაში როლის მიღება არცთუ ისე მარტივი ყოფილა. 

„ეს Wicked-ია! და ის სრულიად განსხვავებულ უნარ-ჩვევებს მოითხოვს, რომლითაც მე ჯერ აქამდე არც კი მიცნობდნენ. დიახ ეს Wicked-ია! და ეს ყველაზე პატივსაცემი რამ არის! ამის ღირსი უბრალოდ უნდა იყო… ეს არის და ეს, წერტილი!“ – ამბობს არიანა გრანდე.

„როცა სპეციფიკური პერსონაჟის როლს ასრულებ, ეს საკმაოდ რთულია. ხალხი დგას შენს გარშემო და გიცნობს, როგორც ერთ კონკრეტულ ადამიანს. ამიტომ, ალბათ უჩნდებათ კითხვა, შეძლებს კი ეს ადამიანი საკუთარი მეს წაშლას და ამ პერსონაჟში გარდასახვას?” 

პოდკასტის დროს მომღერალმა გაიხსენა, რომ პირველად  Wicked ბროდვეიზე, 10 წლის ასაკში ნახა, რამაც ძალიან აღაფრთოვანა. 

არიანა გრანდემ ერთხელ iPod-ში ყველა სიმღერა წაშალა გარდა Wicked-ის საუნდტრეკისა, რაც იმის დასტურია, რომ ეს მისი ოცნების როლია. როდესაც 2020 წელს Covid 19-ის პანდემიამდე ფილმის პროექტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, არიანა მზად იყო 2019 წლის Sweetener-ის ტურნე შეეჩერებინა, სახლში წასულიყო და ხმაზე, სამსახიობო დადგმებზე ემუშავა.

არიანა გრანდეს თქმით, მან ზუსტად იცოდა, რომ გლინდას როლი მას უნდა ეთამაშა. როდესაც კრისტინ ჩენოუეთმა  პოპ-ვარსკვლავს  როლის შესრულებაზე მხარი დაუჭირა, არიანამ ემოციები ვერ შეიკავა:  “ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით ამაზე. ბოლოს ვაღიარე, რომ გლინდას როლის შესრულება მინდოდა.” არიანა გრანდემ კრისტენ ჩენოუეთის რჩევა სთხოვა, თუ როგორ მიეღო ეს როლი.

“მახსოვს, ვუთხარი, რომ ფილმის გადაღებას ახლა იწყებდნენ და მსურდა, გლინდას როლზე სინჯები გამევლო,  მან კი მითხრა, მიყვარხარ და ვენდობი შენს გადაწყვეტილებასო. ეს საოცარი მომენტი იყო. კრისტენმა მირჩია, უბრალოდ ის ვყოფილიყავი, ვინც ვარ. მისი აზრით, კარგი ინტუიცია მაქვს და იმის დანახვა შემიძლია, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ.”

Wicked-ის პირველ ნაწილში ასევე მონაწილეობენ ჯეფ გოლდბლუმი, მიშელ იეო, ბოუენ იანგი, ჯონათან ბეილი და მარისა ბოდე. ფილმის პრემიერა  22 ნოემბერს იგეგმება

ნახეთ პოდკასტი, სადაც არიანა გრანდე Wicked-ის შესახებ საუბრობს:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Dolly Parton Miller Mobley/NBC via Getty Images

დოლი პარტონმა სამი სიმღერა დაასახელა, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობს

შემდეგი სტატია

სოხუმის თეატრი თეატრის ლიდერთა საერთაშორისო ასოციაციის პარტნიორი გახდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჰანს ციმერი ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე, როდესაც მან ოსკარი მოიპოვა ანიმაციური ფილმისთვის The Lion King JEFF HAYNES/AFP GI

ჰანს ციმერი  Dune-ის მეორე ნაწილის ოსკარიდან დისკვალიფიკაციაზე საუბრობს: „ეს უბრალოდ სულელური წესია“

კომპოზიტორმა 2021 წელს, ფილმისთვის Dune, აკადემიის ჯილდო მოიპოვა, თუმცა 2024 წელს ფილმის მეორე ნაწილისთვის ამ წარმატების გამეორება ვერ შეძლო.
მეტი
ჩარლი XCX ჰოლივუდი, კალიფორნია, 2024 წლის 12 დეკემბერი. რობინ ბეკი/AFP via Getty Images

ახალი ცნობების მიხედვით, Charli XCX გრეტა გერვიგის ფილმ „ნარნიას ქრონიკებში” მიიღებს მონაწილეობას

გერვიგის კინოვერსია მწერალ კლაივ ლუისის საბავშვო ფანტასტიკის სერიის მიხედვით არის შექმნილი, რომლის გამოსვლაც კინოეკრანებზე 2026 წელს იგეგმება.
მეტი

მიკ ჯაგერმა, რომლის ოსკარზე გამოჩენაც სიურპრიზი იყო, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციის გამარჯვებული – El Mal გამოავლინა

The Rolling Stones-ის სოლისტმა ბობ დილანის იმიტაციაც გააკეთა.
მეტი

LISA-მ, Doja Cat-მა და RAYE-მ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე ჯეიმს ბონდის ფილმების საუნდტრეკები შეასრულეს

არტისტებმა ცალ-ცალკე შეასრულეს ისეთი სიმღერები, როგორებიც არის: Live and Let Die, Diamonds Are Forever და Skyfall.
მეტი

ორიგინალური საუნდტრეკის ნომინაციაში გამარჯვებული The Brutalist გახდა

თავის სიტყვაში კომპოზიტორმა დენიელ ბლუმბერგმა ფილმის რეჟისორ ბრედი კორბეტს „შემოქმედებითი სულიერი მეგობარი“ უწოდა.
მეტი