მორისიმ კონცერტი ფანების სცენაზე შეჭრის გამო მოულოდნელად შეწყვიტა

ინციდენტისას მორისი სცენას სწრაფად გაარიდეს.
მორისი. ფოტო: Jim Dyson/Getty Images

2 ნოემბერს მორისი დალასში კონცერტს მართავდა, თუმცა მუსიკალური საღამო მოულოდნელად ქაოსში გადაიზარდა, როცა თაყვანისმცემლების ნაკადი სცენისკენ გაიჭრა. ამის შემდეგ მომღერალი იძულებული გახდა, შოუ შეეწყვიტა. 

კონცერტი Fair Park Music Hall-ში მიმდინარეობდა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა მორისი ასრულებდა სიმღერას  First of the Gang to Die.  ამ დროს სცენაზე ერთი თაყვანისმცემელი ავიდა და სცადა, მუსიკოსს ჩახუტებოდა. მომღერალი თავდაპირველად არ დაბნეულა, ხოლო დაცვის სამსახურმა თაყვანისმცემელი სცენიდან სწრაფად გაიყვანა. თუმცა, მალე სიტუაცია უკონტროლო გახდა, როცა სხვა მსმენელებმა სცენაზე ასვლა დაიწყეს. ნაკადის გამო დაცვის თანამშრომლებს აუდიტორიის შეკავება უჭირდათ.

TMZ-ის მიერ მოპოვებული კადრების მიხედვით, დაცვის ერთ-ერთი წევრი ფანების სცენაზე აჭრის დროს  წონასწორობას კარგავს. სავარაუდოდ, მან ფეხი დაიზიანა. ინციდენტისას მორისი სცენას სწრაფად გაარიდეს. მუსიკოსს მომხდარზე ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მორისის კონცერტის მსვლელობისას სცენის დატოვება მოუწია. მის კარიერაში მსგავსი შემთხვევა სხვადასხვა მიზეზით არაერთხელ მომხდარა.  მათ შორის იყო ხმის პრობლემები, გარემო პირობები ან თაყვანისმცემლებთან დაპირისპირება.

2009 წელს მორისიმ Coachella-ს ფესტივალზე კალიფორნიაში სცენა დატოვა იმის გამო, რომ ახლომდებარე კვების ობიექტებიდან ხორცის წვის სუნს გრძნობდა. 2014 წელს მან სან-ხოსეში გამართული კონცერტი ნაადრევად დაასრულა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე თაყვანისმცემელმა სცენაზე ასვლა სცადა. იმავე წელს, ვარშავაში, მან კონცერტი დაწყებიდან 25 წუთის შემდეგ შეწყვიტა უცნობი თაყვანისმცემლის მიერ უხეში კომენტარის მოსმენის შემდეგ.  2017 წელს მორისიმ არიზონაში მიმდინარე შოუ ექვსი სიმღერის შესრულების შემდეგ ხმის პრობლემების გამო შეწყვიტა. მსგავსი სცენარი განმეორდა 2022 წელს ლოს-ანჯელესის Greek Theatre-ში, სადაც მან სცენა 30 წუთში დატოვა, ხოლო მისმა ბენდმა აუდიტორიას აცნობა, რომ კონცერტი დასრულდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქუინსი ჯონსი, 2014 წლის 23 სექტემბერი, ნიუ-იორკი. დრიუ გურიანი

გრემის მფლობელი პროდიუსერი და მუსიკოსი ქუინსი ჯონსი 91 წლის ასაკში გარდაცვალა

შემდეგი სტატია

არიანა გრანდე Wicked-ის სამსახიობო შემადგენლობის ჩამონათვალში თავისი სრული სახელით წარდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი