Starring Georgia ახალ თარიღს აანონსებს

მუსიკალური კამპანია 2025 წლის სეზონით ბრუნდება.

ქვეყნის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ღონისძიებების სერია Starring Georgia გრძელდება. რამდენიმე წუთის წინ კამპანიის სოციალურ გვერდებზე ახალი ვიდეო გამოჩნდა. მოკლე ვიდეო პარკ „ციცინათელას” მბრუნავი ეშმაკის ბორბლის ფონზე კონკრეტულ თარიღს აანონსებს: 2025 წლის 30 მაისი. „შევხვდებით ციცინათელაში,” – ვკითხულობთ პოსტის აღწერაში.

Starring Georgia 2023 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და Black Sea Arena-ს ორგანიზებით დაარსდა. კამპანიის ფარგლებში საქართველომ უკვე უმასპინძლა ისეთ მსოფლიო დონის ვარსკვლავებს, როგორებიც არიან Imagine Dragons, ბრუნო მარსი, Scorpions, Jungle, The Killers და სხვ.

ახლა კი, როგორც ვიდეოდან ირკვევა, Starring Georgia 30 მაისს ახალი სეზონითა და ახალი ლოკაციით ბრუნდება. ამ ეტაპზე უცნობია სხვა დეტალები, რომლებსაც, კამპანიის წარმომადგენლების თქმით, ქართველი მსმენელი უახლოეს მომავალში ისევ სოციალური მედიის მეშვეობით გაიგებს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კენდრიკ ლამარმა ახალი ალბომი – GNX გამოსცა

შემდეგი სტატია

Rosé და ბრუნო მარსი John V. Esparza

K-pop არტისტმა Rosé-მ და ბრუნო მარსმა კოლაბორაციული სიმღერა APT  2024 წლის MAMA Awards-ზე შეასრულეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი