Variety Hitmakers-ის ცერემონიაზე 39 წლის პოპ-ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად ის კეჯ ანტონოფს უხდის მადლობას შთაგონებისთვის, რაც დაეხმარა ჯერემი დუფრენის პოვნასა და მასზე დაქორწინებაში.
ეს სიტყვები ვარსკვლავმა მაშინ წარმოთქვა, როცა, ცერემონიის მსვლელობისას, ანტონოფს ათწლეულის პროდიუსერის ჯილდოს გადასცემდა. „ყველაზე მეტად მადლობას ვუხდი იმ მაგალითისთვის, რომელიც მან მარგარეტთან თავისი ქორწინებით მომცა,“ – განუცხადა დელ რეიმ ლოს-ანჯელესში შეკრებილ აუდიტორიას.
„დავინახე, შეხვედრისას როგორ უყურებდა მას. ამან დიდწილად განაპირობა ის, რომ ქორწინებამდე დიდხანს დავიცადე და საბოლოოდ ჩემს საოცარ მეუღლეს შევხვდი,“ – განაგრძო დელ რეიმ სცენაზე გამოსვლისას. „ვგრძნობ, რომ მომღერლებისთვის არსებობს ‘წყევლა’ – რთულია იპოვო პატიოსანი პარტნიორი, რომელიც სრულიად გულწრფელია და არაფრის მიღწევა არ უნდა შენს ხარჯზე.“
გრემის ნომინანტმა ლანა დელ რეიმ ასევე აღნიშნა, რომ რთულია ადამიანმა შეინარჩუნოს სამართლიანი წარმოდგენები და მიდგომები იმ ინდუსტრიაში, სადაც მისი ღირებულებები ან მორალი ხშირად არ ემთხვევა გარემოს.
ლანა დელ რეიმ და ჯერემი დუფრენმა, რომელიც ალიგატორის ტურის გიდად მუშაობს, ერთმანეთი 2019 წელს გაიცნეს, როდესაც მომღერალმა ე.წ. ჭაობის ტურში მიიღო მონაწილეობა. წყვილი ერთმანეთს ხუთი თვის განმავლობაში ხვდებოდა. სექტემბრის ბოლოს ლანა დელ რეი და დუფრენი ლუიზიანაში დაქორწინდნენ.
ამჟამად დელ რეი ახალი სტუდიური ალბომის, The Right Person Will Stay-ს გამოსაშვებად ემზადება. ალბომზე სწორედ ანტონოფმა იმუშავა. ჩანაწერი მაისში, 2025 წელს გამოვა. მოსალოდნელია, რომ მასში ვარსკვლავი უფრო მეტად შეიტანს ქანთრის ჟანრის ჟღერადობას. ლანა დელ რეიმ ეს პირველად 2024 წლის გრემის დაჯილდოების წინ, Billboard x NMPA Songwriter Awards-ზე გაამხილა.
იხილეთ ლანა დელ რეის გამოსვლა Variety Hitmakers-ის ცერემონიაზე, ანტონოფისთვის ჯილდოს გადაცემის დროს:
Lana Del Rey says Jack Antonoff is a "big reason why I waited so long to get married and why I met my amazing husband. And I really feel like there's kind of a singer's curse around meeting an honest partner who has no skin in the game, no dog in the race, and it's super… pic.twitter.com/PHA3Pozpic
— Variety (@Variety) December 7, 2024