ტეილორ სვიფტის მუსიკალური და კულტურული გავლენის შესახებ წიგნი გამოიცა

წიგნი ნოემბერში გამოვიდა და მისი ავტორი Rolling Stone-ის ჟურნალისტი რობ შეფილდია.
ტეილორ სვიფტი
Kevin Winter/TAS24/Getty Images for TAS Rights Management

ტეილორ სვიფტმა რეკორდული საკონცერტო ტურნეს, Eras Tour-ის უკანასკნელი შოუ ჩაატარა. თუმცა, მის ფანებს ახალი შესაძლებლობა აქვთ, მომღერლის მუსიკალურ კარიერას ახალი წიგნის მეშვეობით გადახედონ. Heartbreak Is the National Anthem – ასე ჰქვია წიგნს, რომლის ავტორი Rolling Stone -ის ჟურნალისტი რობ შეფილდია. წიგნი უკვე ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდური ვერსიის, ისე აუდიო ფორმატის სახით.  

აუდიოწიგნს თავად შეფილდი კითხულობს და ის ამჟამად პლატფორმა Audible-ის მუსიკალური ბესტსელერების სიაშია. Heartbreak Is the National Anthem-ს ვხედავთ ისეთი ვარსკვლავების შესახებ დაწერილი წიგნების გვერდით, როგორებიც არიან Van Halen, R.E.M. და ბობ დილანი.  

წიგნი ტეილორ სვიფტის კარიერაზე, მის განვითარებაზე ფოკუსირდება. ნამუშევარი გამოკვეთს სვიფტის გავლენას მუსიკის ინდუსტრიასა და პოპ კულტურაზე. რობ შეფილდი, რომელიც სვიფტის კარიერას მომღერლის პირველივე ნაბიჯებიდან აკვირდებოდა, მკითხველს სიღრმისეულ ანალიზს სთავაზობს.  

Heartbreak Is the National Anthem სვიფტის მუსიკალურ მოგზაურობასა და კულტურულ გავლენას ეძღვნება. ავტორი  გვიყვება, როგორ იქცა სვიფტი ქანთრი ჟანრის თინეიჯერი მომღერლიდან 21-ე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს პოპ ვარსკვლავად. წიგნი შეიცავს საინტერესო ისტორიებს და იმ მნიშვნელოვანი მოვლენების ანალიზს, რომლებმაც ვარსკვლავის კარიერის ფორმირებაში დიდი როლი შეასრულა.

აუდიოწიგნის ხანგრძლივობა ხუთი საათი და 29 წუთია. მისი ფასი Amazon-ზე 21 დოლარია, Audible-ის პლატფორმაზე კი აუდიოწიგნის მოსმენა 99 ცენტად არის შესაძლებელი.  

წიგნმა უკვე დაიმსახურა კრიტიკოსების შეფასებები და მკითხველთა აღიარება. გამოშვებისთანავე ნამუშევარი The New York Times-ის ბესტსელერად იქცა. მას საშუალოდ 4.3 ვარსკვლავის რეიტინგი აქვს. ერთ-ერთი მიმომხილველი შეფილდის სტილს „დადებითად დახასიათების, კულტურული ანალიზის, კრიტიკული კომენტარებისა და სახალისო დეტალების” ნაზავს უწოდებს, რაც სვიფტის ფანებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია.  

კიდევ ერთი რეცენზია წიგნს სვიფტის ხელოვნებისადმი მიძღვნილ სასიყვარულო წერილად მოიხსენიებს. Dey Street Books-ის მიხედვით კი, ეს არის პირველი წიგნი, რომელიც ტეილორ სვიფტის მუსიკალურ და კულტურულ გავლენას სიღრმისეულად მიმოიხილავს.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლანა დელ რეიმ ჯეკ ანტონოფს „საუკეთესო პარტნიორის“ პოვნის შთაგონებისთვის მადლობა გადაუხადა

შემდეგი სტატია

რობერტ სმიტი 2023 წლის 17 სექტემბერს, Riot Fest-ზე. ფოტო: Jason Squires/FilmMagic.

Songs of a Lost World-ის წარმატების შემდეგ ჯგუფი The Cure ორ ახალ ალბომს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი