ცნობილია კატეგორიები, რომლებშიც პირველი Music Awards Japan-ის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 

დაჯილდოების ცერემონია 2025 წლის 21 მაისს შედგება.
MUSIC AWARDS JAPAN
Billboard Japan

Music Awards Japan ახალი დაჯილდოებაა, რომელიც იაპონური მუსიკალური ინდუსტრიის ხუთი მთავარი ორგანიზაციის მიერ დაფუძნდა და მომდევნო წელს პირველად გაიმართება. მანამდე კი ცნობილი გახდა კატეგორიები, რომლებშიც გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

პირველი Music Awards Japan 2025 წლის 21 მაისს კიოტოში შედგება. დაჯილდოება 60-ზე მეტ ნომინაციას მოიცავს, რომელთა შორისაც იქნება ექვსი მთავარი კატეგორია: წლის სიმღერა, წლის ახალი არტისტი და სხვა. 

განსაკუთრებით მრავალფეროვანი იქნება სიმღერის კატეგორიები, რომლებიც არაერთ მუსიკალურ ჟანრსა და კულტურას დაფარავს, მათ შორისაა J-პოპი, როკი, ჰიპ-ჰოპი, ანიმე და სხვა. ასევე დაწესდა ორი ნომინაცია, რომლის გამარჯვებულებსაც მსმენელი ხმის მიცემით სპოტიფაიზე გამოავლენს. 

არაერთი ნომინაცია იქნება ალბომის კატეგორიებშიც, სადაც, წლის ალბომის გარდა, გამოვლინდებიან გამარჯვებულები ჯაზის, კლასიკურ მუსიკის, ფილმის საუნდტრეკის, ვიდეოთამაშის საუნდტრეკის და სხვა ალბომებისთვის. ასევე რამდენიმე ნომინაციაში დაჯილდოვდებიან არტისტებიც. 

„დიდი პატივია, რომ სწორედ ჩვენი მონაცემები იქნება გამოყენებული, როგორც ერთ-ერთი ძირითადი მონაცემი Music Awards Japan-ის სიმღერის ნომინაციებში,” – ამბობს ბილბორდ იაპონიის ჩარტების დირექტორი სეიჯი ისოზაკი. 

Music Awards Japan-ის ექვსი მთავარი კატეგორია იქნება: წლის სიმღერა; წლის ალბომი; წლის არტისტი; წლის ახალი არტისტი; გლობალური ჰიტი იაპონიიდან; აზიის საუკეთესო სიმღერა.

ხმის მისაცემი კატეგორიებია: მსმენელის არჩევანი – სპოტიფაის წლის საუკეთესო გლობალური სიმღერა იაპონიიდან და სპოტიფაის წლის საუკეთესო სიმღერა.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ოლივია როდრიგომ საკონცერტო ტურნეს შემოსავლიდან 2 მილიონ დოლარზე მეტი გლობალური ქველმოქმედებისათვის გაიღო

შემდეგი სტატია

2024 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ საუკეთესო ლიტერატურულ დებიუტ წიგნად მუსიკოსის და მწერლის აინე მერმეს წიგნი „ეუარა” დასახელდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი