ჰაიდი კლუმი Project Runway-ს წამყვანად ბრუნდება. სუპერმოდელი პროექტს 16 სეზონის განმავლობაში უძღვებოდა, სანამ 2017 წელს შოუს დატოვებდა.
ორი ათწლეული გავიდა, რაც კლუმმა 2004 წელს პროექტის სადებიუტო სეზონი ჩაატარა თანაწამყვან ტიმ განთან ერთად. მას შემდეგ წყვილი პროექტს 16 წლის განმავლობაში ერთად უძღვებოდა. მეგობრებმა საბოლოოდ პროექტი ასევე ერთდროულად დატოვეს.
„ჩვენ ცოლ-ქმარივით ვართ,” – უთხრა მუსიკოსმა People-ს. „ეს პროექტი კი ჩვენი შვილი იყო. ის ახლა 16 წლისაა. მას შეუძლია სიარული და უკვე თავისით განაგრძობს სვლას. ჩვენ გვიყვარს ჩვენი შვილი და წარმატებას ვუსურვებთ. ახლა კი მზად ვართ, ახალზე გადავერთოთ.”
კლუმმა და განმა ეკრანი კიდევ ერთხელ 2020 წელს გაიზიარეს პროექტში Making the Cut. ამასობაში კი Project Runway კარლი კლოსსა და პროექტის ყოფილ გამარჯვებულს, კრისტიან სირიანოს მიჰყავდათ.
Project Runway-ს 21-ე სეზონი Freeform-ზე, Disney+-სა და Hulu-ზე 2025 წელს დაბრუნდება ათი ყოველკვირეული ეპოზიდით. ჯერჯერობით უცნობია ჟიურის წევრების ვინაობა.
პროექტის წამყვანობისთვის ჰაიდი კლუმს 2013 წელს „პრაიმტაიმ ემის” ჯილდო გადაეცა.