23 იანვარს სელენა გომესმა ინსტაგრამზე ვიდეო გააზიარა, სადაც ხმის ჩამწერ სტუდიაში ზის და ყურსასმენები უკეთია. ვიდეოს ბოლოს სელანა კამერაში იყურება და მაყურებელს მრავლისმეტყველი მზერით უცქერს. მიუხედავად იმისა, რომ გომესს ახალი მუსიკალური ნამუშევრის შესახებ ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია, გულშემატკივრების აზრით, ეს ვიდეო სწორედ ამის მანიშნებელია.
წინა კვირას სელენა გომესის საქმრომ, ბენი ბლანკომ, ასევე გაამხილა, რომ ისინი ერთად ახალ პროექტზე მუშაობენ.
პოპვარსკვლავს ბოლო სრული ალბომი 2020 წელს აქვს გამოცემული – რიგით მესამე სტუდიური პროექტი სახელწოდებით Rare. ალბომი ბილბორდ 200-ის სათავეში მოექცა, ხოლო ნომერ პირველ ჰიტად სიმღერა Lose You to Love Me იქცა. 2021 წელს მან ესპანურენოვანი EP – Revelación გამოუშვა, 2024 წელს კი სინგლი Love On გამოაქვეყნა, რომელიც მისი 2023 წლის სინგლის, Single Soon-ის ერთგვარი გაგრძელებაა.