ფრანგი რეპერი Gims განდაგანას ქავერს TikTok-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ასრულებს

„გამარჯვების სიმღერა” – წერია ვიდეოს აღწერაში.
Arhbo ft Ozuna & GIMS
Courtesy Photo

ფრანგმა რეპერმა, სახელწოდებით Gims სოციალურ ქსელ TikTok-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის განდაგანას ე.წ. ქავერს  ასრულებს. არტისტმა სიმღერის ფრაგმენტი ამ ფორმით 3,8 მილიონ გამომწერს გაუზიარა. 

„გამარჯვების სიმღერა” – წერია ვიდეოს აღწერაში. ამავე პოსტში Gims მსმენელს მიმართავს, რომ 21 თებერვალს დაელოდონ. ეს შესაძლოა, იმას ნიშნავდეს, რომ მალე ფრანგი რეპერი განდაგანაზე დაწერილი ტრეკის ოფიციალურ ვერსიასაც გამოუშვებს. 

@gims_off

Le chant de la victoire ✌🏾 En attendant BABY vendredi 21

♬ son original – Gims

განდაგანას მუსიკაზე შექმნილი ტრეკი  ერთი წლის წინ პარიზის მოდის კვირეულზეც მოხვდა. ამერიკულმა ბრენდმა, სახელწოდებით Kidsuper-მა მუსიკა 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ შოუზე, მოდელის ამპლუაში ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო გამოვიდა. 

რაც შეეხება Gims-ს, ის 38 წლის ფრანგი რეპერია, რომელმაც სოლო კარიერა 2013 წელს დაიწყო. მსოფლიო მასშტაბით მან პოპულარობა მოიპოვა ისეთი ჰიტებით, როგორებიც არის J’me tire, Bella და Zombie. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

2025 წლის BAFTA-ს გამარჯვებულები ცნობილია

შემდეგი სტატია

როგორ მიჰყავთ Saturday Night Live-ის პროდიუსერებს მსოფლიოს ყველაზე დიდი ვარსკვლავები ნიუ-იორკის ექსკლუზიურ სცენაზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი

უილ სმითის თქმით, The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა

უილ სმითმა Broken Record-ის პოდკასტში სტუმრობისას, თანაწამყვან ჯასტინ რიჩმონდთან საუბრისას გაამხილა, რომ The Notorious B.I.G.-სა და Prince-ს გარდაცვალებამდე…
მეტი