Billboard Artist-ის მომდევნო გამოცემის გმირი Blackpink-ის ვარსკვლავი ჯისუა. ბილბორდ კორეის მიერ შექმნილი არტჟურნალის ყურადღების ცენტრში ამჯერად მსოფლიო სუპერვარსკვლავის მრავალსახოვანი არტისტიზმი, მრავალფეროვანი მუსიკა, სამსახიობო ოსტატობა და თამამი ვიზუალური თხრობა მოექცა. ეს ყველაფერი კი გადმოცემულია ინტერვიუების, ესეებისა და კონცეპტუალური ფოტოების საშუალებით. არტჟურნალი ერთგვარი მოგზაურობაა ჯისუს, როგორც სოლო არტისტის ევოლუციაში და ფანებს მისი არტისტული იდენტობის ინტიმურ პერსპექტივას სთავაზობს.
განსაკუთრებული ვიზუალით გაფორმებული გამოცემა მოიცავს ინტერვიუებს, სადაც ჯისუ გულახდილად საუბრობს თავის, როგორც არტისტის ფილოსოფიაზე. „არ მჯერა, რომ ადამიანი შესაძლოა ერთი რომელიმე იდენტობით განისაზღვროს,” – ამბობს ის. „ფანებისთვის ჩემი სიმშვიდის, სითბოს, სიძლიერისა და გამბედავი სული ჩვენება არის ის, რაც აღმაფრთოვანებს. ამ არტჟურნალის მეშვეობით ჩემი თავის დამალული შრეები სრულიად ახალი გზებით გამოვხატე.”
ბილბორდ კორეის კრეატიული გუნდი ჯისუს აღწერს, როგორც „არტისტს, რომელიც განასახიერებს მარადიულობასა და უნივერსალურ სილამაზეს. არტისტს, რომელიც ამდიდრებს სამყაროს მის გარშემო, როგორც სიცოცხლის მიმცემი ძალა. კაშკაშა შარმიდან დაწყებული, მისი გამბედავი არტისტიზმისა და ესთეტიკით დასრულებული, ეს გამოცემა ფოკუსში მოაქცევს ჯისუს კრეატიული სამყაროს მრავალ განზომილებას.”
პროექტი გამორჩეულია თავისი პრემიუმ, პოსტერის სტილის თავისუფალი ფორმატით, რომელიც კორეულ და ინგლისურ ტექსტებს მოიცავს. ფოტოგრაფიის, ესეებისა და ვიზუალური ხელოვნების გაერთიანებით Billboard Artist-ის სერია წარმოადგენს მუსიკოსებს, როგორც მტკიცე კულტურულ ხატებს. ჟურნალი დიდი – 435მმ x 335მმ ფორმატით გამოდის.
ახალი გამოცემის წინასწარი შეკვეთა 20 თებერვალს იწყება. ხოლო არტჟურნალი ოფიციალურად ხელმისაწვდომი 14 მარტიდან საერთაშორისო წიგნების მაღაზიებში იქნება.