ცნობილი გერმანული ჯგუფი SNAP! ქართველი მსმენელის წინაშე Republic-ის სცენაზე წარდგება

ჯგუფმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა ისეთ ჰიტებით, როგორიცაა The Power და Rhythm Is a Dancer.

28 მარტს Republic-ის მუსიკალური სცენა მსოფლიო მასშტაბით ცნობილ ჯგუფს, SNAP!-ს უმასპინძლებს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე წარდგება. 

ღონისძიება კულტურის ცენტრის ორგანიზებით, პროექტ Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში იმართება. პროექტ Billboard Georgia Stage-ის მხარდამჭერია კომპანია Silknet. 

SNAP! გერმანული მუსიკალური პროექტია, რომელიც განსაკუთრებით ცნობილია 1990-იან წლებში გამოშვებული ჰიტებით. ჯგუფმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა ისეთი ჰიტებით, როგორიცაა The Power და Rhythm Is a Dancer. ტრეკებმა საერთაშორისო ჩარტების ლიდერი პოზიციები მოიპოვეს და საცეკვაო მუსიკალურ სცენაზე განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრეს. The Power გლობალური ჰიტი გახდა და აშშ-ის ბილბორდის ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო Rhythm Is a Dancer ბრიტანეთის ჩარტებში რამდენიმე კვირის განმავლობაში ლიდერობდა. SNAP! ამ დრომდე აქტიურია და მათი მუსიკა კვლავ პოპულარულია. ჯგუფის მელოდიებს და ვოკალს დღემდე ვხვდებით ელექტრონულ სცენაზე.  ჯგუფის ნამუშევრები აქტიურად გამოიყენება ფილმებში, რეკლამებსა და DJ სეტებში.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯიმი კიმელმა გაამხილა, თუ რომელი პოპვარსკვლავის მოწვევა სურს შოუში

შემდეგი სტატია

Billboard Pop Shop Podcast-ში რიანას მუსიკალური გეგმები და ახალი ალბომის გამოცემის შესაძლებლობები განიხილეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Something Beautiful – მაილი საირუსი ახალ ალბომს აანონსებს

Billboard Pop Shop Podcast-ის ახალი ეპიზოდის ფარგლებში წამყვანებმა პროექტის პირველ ორ კომპოზიციაზე ისაუბრეს და განიხილეს, თუ რას უნდა ელოდეს მსმენელი ალბომის გამოსვლამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში.
მეტი

პირველი აპრილის ვიდეოში Cardi B-მ სახეზე დამატენიანებელი კრემის ნაცვლად Raising Cane-ის სოუსი წაისვა

ვარსკვლავმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს თავისი კანის სილამაზის „საიდუმლო გაუმხილა”.
მეტი

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი