ნახეთ Tron: Ares-ის პირველი ტრეილერი, რომელშიც ჯარედ ლეტოს პერსონაჟი ცოცხლდება

„დისნეის” ცნობილი სამეცნიერო ფანტასტიკის სიქველი კინოთეატრებში 10 ოქტომბერს გამოვა.
ჯარედ ლეტო ფილმში Tron: Ares

„ტრონი” დაბრუნდა. ახლახან დისნეიმ Tron: Ares-ის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა. ფილმი „ტრონის” ფრენჩაიზის მესამე ნაწილია, რომელიც მოჰყვება ორიგინალ, 1982 წლის სამეცნიერო ფანტასტიკას Tron და მის 2010 წლის სიქველს Tron: Legacy.

ტრეილერში წარმოდგენილია ბნელი, პირქუში სურათი, სადაც რეალობა და ვირტუალური სამყარო ერთმანეთს ეჯახება. წუთნახევრიანი ვიდეო იწყება სცენით, რომელშიც პოლიცია პროგრამულად მართულ ფუტურისტულ მოტოციკლეტებს მისდევს. ტრეილერის ბოლოს კი ისმის ჯეფ ბრიჯისის ხმა, რომელიც იმეორებს კევინ ფლინის პერსონაჟს ორიგინალი ფილმიდან: „მზად ხარ? რადგან არ არსებობს უკან დასახევი გზა”. ამ დროს კი ვხედავთ ჯარედ ლეტოს არესის პერსონაჟს, რომელიც ვირტუალურიდან რეალურ სამყაროში ცოცხლდება.

ფილმში, რომლის საუნდტრეკზეც Nine Inch Nails-მა იმუშავა, ასევე თამაშობენ: ევან პიტერსი, გრეტა ლი, ჯოდი ტერნერ-სმითი, კამერონ მონაგანი, სარა დეჟარდენი, ჰასან მინაჯი, არტურო კასტრო და ჯილიან ანდერსონი. ფილმის რეჟისორი ხოაკიმ რონინგია. Tron: Ares კინოთეატრებში 10 ოქტომბერს გამოვა.

Daft Punk-ს ეკუთვნის ფილმის წინამორბედის, Tron: Legacy-ს საუნდტრეკი, რომელიც Billboard 200-ის ალბომების ჩარტში მეოთხე ადგილზე გავიდა. 

ინფორმაცია, რომ Tron: Ares-ზე Nine Inch Nails იმუშავებდა, ტრენტ რეზნორმა და ატიკუს როსმა 2024 წელს თავად დაადასტურეს. წლების განმავლობაში დუეტს არაერთი ფილმის საუნდტრეკი შეუქმნიათ, მათ შორის არის Challengers, Teenage Mutant Ninja Turtles: Mutant Mayhem, Soul და The Social Network. თუმცა Tron: Ares პირველი ნამუშევარი იქნება, რომელშიც ოსკაროსანი დუეტი Nine Inch Nails-ის სახელით წარდგება.

ნახეთ Tron: Ares-ის პირველი ტრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

TikTok-ის ვარსკვლავმა ნია აივიმ არიანა გრანდე ნიკი მინაჟის იმიტაციით აღაფრთოვანა

შემდეგი სტატია

Mechanical Rainbow - MJERA!

Mechanical Rainbow-ს სიმღერა MJERA

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჰანს ციმერი ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე, როდესაც მან ოსკარი მოიპოვა ანიმაციური ფილმისთვის The Lion King JEFF HAYNES/AFP GI

ჰანს ციმერი  Dune-ის მეორე ნაწილის ოსკარიდან დისკვალიფიკაციაზე საუბრობს: „ეს უბრალოდ სულელური წესია“

კომპოზიტორმა 2021 წელს, ფილმისთვის Dune, აკადემიის ჯილდო მოიპოვა, თუმცა 2024 წელს ფილმის მეორე ნაწილისთვის ამ წარმატების გამეორება ვერ შეძლო.
მეტი
ჩარლი XCX ჰოლივუდი, კალიფორნია, 2024 წლის 12 დეკემბერი. რობინ ბეკი/AFP via Getty Images

ახალი ცნობების მიხედვით, Charli XCX გრეტა გერვიგის ფილმ „ნარნიას ქრონიკებში” მიიღებს მონაწილეობას

გერვიგის კინოვერსია მწერალ კლაივ ლუისის საბავშვო ფანტასტიკის სერიის მიხედვით არის შექმნილი, რომლის გამოსვლაც კინოეკრანებზე 2026 წელს იგეგმება.
მეტი