SEPULTURA  გამოსამშვიდობებელი ტურნეს ფარგლებში საქართველოში ორ კონცერტს გამართავს

SEPULTURA-ს კონცერტები 28 ივლისს თბილისში, Elektrowerk-ის სცენაზე და 30 ივლისს ბათუმში, Circus Arena-ზე გაიმართება

SEPULTURA ბრაზილიურ-ამერიკული მეტალ ჯგუფია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და წარმატებულ ბენდად ითვლება. ჯგუფი 1984 წელს ბრაზილიაში, ქალაქ სანტოსში დაარსდა და თავის ჟანრში არაერთი თაობის მუსიკოსზე მოახდინა  გავლენა.

ჯგუფის წევრები  40-წლიან კარიერას გლობალური ტურით  აღნიშნავენ – Celebrating Life Through Death გამოსამშვიდობებელი ტურნეა, რითაც  ჯგუფი აქტიურ მუსიკალურ მოღვაწეობას დაასრულებს.

ტურნე განსაკუთრებულია არა მხოლოდ საიუბილეო თარიღით, არამედ იმითაც, რომ რამდენიმე მნიშვნელოვან კონცერტს მოიცავს; საქართველოში მათი ორი შოუ – 28 ივლისს თბილისში, Elektrowerk-ის სცენაზე და 30 ივლისს ბათუმში, Circus Arena-ზე გაიმართება.  

SEPULTURA-ს ქართველი მსმენელის წინაშე გამოსვლა კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ჯგუფის უკვდავ მუსიკალურ მემკვიდრეობას. აღსანიშნავია, რომ ბენდი საქართველოს პირველად 2015 წელს ესტუმრა და Elektrowerk-ის სცენაზე დაუვიწყარი პერფორმანსით წარდგა.

SEPULTURA – არის ჯგუფი, რომელმაც მეტალის ჟანრს ახალი ჟღერადობა და მიმართულებები შესძინა. ბენდის მუსიკალური კარიერა 15 ალბომს და  20 მილიონზე მეტ გაყიდულ ჩანაწერს ითვლის. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია SEPULTURA-ს მერვე სტუდიური ალბომი Roots, რომელიც  1996 წელს გამოვიდა. იგი არა მხოლოდ ბენდის კარიერაში, არამედ მთელი მეტალ მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და გულშემატკივრების მიერ  აღიარებულ ალბომად ითვლება. Roots გახდა ალბომი, რომელმაც მეტალის ჟანრში ახალი თეორიები ჩამოაყალიბა.  მასში მძიმე მეტალის, ტრადიციული ბრაზილიური ხმოვანი ელემენტებსა და ნიუ-მეტალ სტილის სინთეზია.  

ბენდის Celebrating Life Through Death ტური უდიდესი მუსიკალური მოვლენაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, იხილოთ SEPULTURA-ს ცოცხალი შესრულება საქართველოში. ამასთან, ეს არის ისტორიული შანსი, რადგან ჯგუფი თავის მუსიკალურ კარიერას  სწორედ ამ ტურნეს ფარგლებში დაასრულებს.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია tkt.ge-ს ვებ გვერდზე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ელტონ ჯონი და Madonna დუეტი 1998 წელს კარნეგი ჰოლში. ფოტო:რიჩარდ კორქერი / NY Daily News Archive Getty Images

Madonna-სა და ელტონ ჯონის მრავალწლიანი დაპირისპირება საბოლოოდ დასრულდა

შემდეგი სტატია

არიანა გრანდე - ფოტო: კატია ტემკინი

არიანა გრანდეს ალბომ Eternal Sunshine-ს კიდევ ექვსი ახალი სიმღერა დაემატა

შეიძლება დაგაინტერესოთ

MAMAFLEX-ის ლაივი და ახალი ალბომის პრეზენტაცია კლუბში Mtkvarze

7 მარტს კლუბი Mtkvarze ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტის, MAMAFLEX-ის ლაივს უმასპინძლებს. არტისტი მსმენელის წინაშე ახალი პროექტით და თავისი ბოლო რელიზით Retired Crashout წარდგება.
მეტი

ძველით ახალი წლის ორი გამორჩეული საღამო Tatuza Jazz Club-ში: ბექა გოჩიაშვილი და მსოფლიო დონის მუსიკოსები სცენაზე

Tatuza Jazz Club-ის სცენაზე 13-14 იანვარს ბექა გოჩიაშვილი ახალი პროექტით წარდგება, მასთან ერთად კი მსოფლიო დონის მუსიკოსები დაუკრავენ: Blaque Dynamite, Joe Cleveland და ლუკა თოფურია.
მეტი

მედიკამენტის გვერდითი მოვლენის გამო მორისიმ კალიფორნიის კონცერტები გააუქმა

განცხადების თანახმად, გადაწყვეტილების მიზეზი დანიშნულ სამკურნალო საშუალებაზე გამოვლენილი უარყოფითი რეაქცია გახდა.
მეტი