სელენა გომესი Billboard Latin Women in Music-ის ღონისძიებაზე წლის ქალის ტიტულით დაჯილდოვდება

tin-women-in-music-1235947824/ მესამე ყოველწლიური ღონისძიება პირდაპირ ეთერში 24 აპრილს, ექსკლუზიურად Telemundo-ზე გავა.
სელენა გომესი - ფოტო: ჰანტერ მურენო
სელენა გომესი – ფოტო: ჰანტერ მურენო

როგორც Billboard-მა და Telemundo-მ ოთხშაბათს, 16 აპრილს განაცხადეს, სელენა გომესი წლევანდელ Billboard Latin Women in Music-ზე  “წლის ქალის” ჯილდოს მიიღებს. ორსაათიანი სპეციალური ღონისძიება მაიამიში გაიმართება და  24 აპრილს, ექსკლუზიურად  Telemundo-ზე გადაიცემა.

“წლის ქალის” ჯილდო მუსიკალურ ინდუსტრიაში და მის ფარგლებს გარეთ განსაკუთრებით წარმატებულ არტისტებს გადაეცემათ. ამ ჯილდოს მფლობელები არიან შაკირა და Karol G. 

გლობალური სუპერვარსკვლავი სელენა გომესი კვლავ წარმატების ზენიტშია. იგი Billboard-ის ჩარტებში სხვადასხვა ჟანრშია წარმოდგენილი.  Billboard Hot 100-ის ჩარტში ჯამში 42 ჩანაწერი აქვს, მათ შორის ნომერ პირველი ჰიტი –  Lose You to Love Me (2019).

ლათინო სიმღერების ჩარტში გომესი არტისტ DJ Snake-თან ერთად სიმღერა Taki Taki-ით არის წარმოდგენილი, სადაც ასევე მონაწილეობდნენ Ozuna და Cardi B. სიმღერამ ჩარტში 2018 წლის ოქტომბერში პირველი პოზიცია დაიკავა და ლიდერობა 13 კვირის განმავლობაში შეინარჩუნა.  

საერთო რეიტინგში სელენა გომესი ტოპ 10 ჰიტში კიდევ სამი სიმღერით პოზიციონირებდა, მათ შორისაა Baila Conmigo – მისი კოლაბორაცია რაუ ალეხანდროსთან, რომელიც 2021 წელს Latin Airplay-ის ჩარტში მეოთხე ადგილს ერთი კვირის განმავლობაში იკავებდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფესტივალი 4GB ახალი ფორმატით ბრუნდება

შემდეგი სტატია

SZA-მ მაკიაჟის საკუთარი ხაზი წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

(l-r) Paul Shaffer, Scarlett Johansson, Alex Moffat, Taran Killam, Jason Segel, Lin-Manuel Miranda, Colin David Jones, Devon Walker, Ana Gasteyer, John Mulaney, Kristen Wiig, Kenan Thompson, Maya Rudolph, Pete Davidson, Will Forte, Nathan Lane, Sarah Sherman, Adam Driver, David Spade, Kyle Mooney and Cecily Strong during the "New York 50th Musical" sketch on Saturday Night Live on February 16, 2025. Todd Owyoung/NBC via Getty Images

შაბათის ღამის შოუს სპეციალურმა გამოცემამ –  SNL50-მა ბიონსესა და კენდრიკ ლამარს აჯობა და გამორჩეული ცოცხალი შოუსთვის Primetime Emmy-ს ჯილდო  მოიგო

მიუხედავად იმისა, რომ ბიონსე და კენდრიკ ლამარი ყველაზე პრესტიჟული მრავალფეროვანი შოუს კატეგორიაში დამარცხდნენ, არტისტებმა სხვა ნომინაციებში გაიმარჯვეს.
მეტი
Yungblud MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი. ფოტო: Arturo Holmes/ Getty images

MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე Yungblud-მა, სტივენ ტაილერმა და ჯო პერიმ ოზი ოსბორნის ხსოვნას პატივი მიაგეს

7 სექტემბერს MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება VMAs-ზე Yungblud-მა, Aerosmith-ის ვოკალისტმა სტივენ ტაილერმა და ჯო პერიმ, ასევე Extreme-ის ნუნო…
მეტი
ედ შირანი, MTV Video Music Awards-ზე , 2017 წლის 27 აგვისტო. ფოტო: ალბერტო ე. როდრიგესი / Getty Images

ვინ შეიძლება გახდეს 2025 წლის MTV VIDEO MUSIC AWARDS-ის დაჯილდოებაზე VIDEO VANGUARD-ის მფლობელი?  ნახეთ რვა საუკეთესო კანდიდატი

მიუხედავად იმისა, რომ წელს VMA-ს ნომინაციები უკვე ცნობილია, Video Vanguard ჯილდოს მფლობელი ჯერჯერობით უცნობია. ნახეთ ბილბორდის რვა რჩეულ კანდიდატთა სია.
მეტი
გიორგი მიქაძე photo: Jean-Baptiste Millot 2023 – Jardin Du Luxembourg Paris, France

ქართველი მუსიკოსი გიორგი მიქაძე ოფიციალურად გრემის Recording Academy-ს ჟიურის წევრი გახდა

„ეს ნიშნავს, რომ უკვე მაქვს შესაძლებლობა გრემის ჯილდოზე ხმის მიცემის, მუსიკოსების მხარდაჭერის და ჩემი ჩანაწერების წარდგენის გრემიზე.“ - გიორგი მიქაძე
მეტი