Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები –  დუონგ დომიკი (ვიეტნამი)

DƯƠNG DOMIC
DƯƠNG DOMIC

ვიეტნამის თანამედროვე მუსიკალურ სივრცეში, სადაც ადგილობრივი და უცხოური ჟღერადობები სულ უფრო ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს, ახალი თაობის  გამორჩეული და ინოვაციური (Gen Z)  მუსიკოსი დუონგ დომიკი საკუთარ ადგილს იმკვიდრებს. 

ტრან დანგ დუონგი, სასცენო სახელით დუონგ დომიკი –  2000 წელს ვიეტნამში, ჰაი დუონში დაიბადა. არტისტმა შემოქმედებითი გზა ვიეტნამის ანდერგრაუნდ სცენაზე მოზარდობის ასაკში დაიწყო.

მისი პირველი მნიშვნელოვანი პროფესიული წარმატება 2021 წელს შედგა, როდესაც კორეულ-ვიეტნამურმა ლეიბლმა IF Entertainment მისი სადებიუტო სინგლი Candy გამოსცა. სინგლი ორენოვანი პოპ-რეპ ტრეკია, რომელიც კორეელ რეპერთან, Microdot-თან კოლაბორაციით შეიქმნა.  ეს უკანასკნელი კი დუონგ დომიკისთვის წარმატების გზად იქცა. 

ლეიბლის შემდეგ, არტისტმა დამოუკიდებელი, სოლო კარიერა დაიწყო და გამოსცა სინგლები: Yêu Em 2 Ngày,  A Đến Ă და Là Em Chính Em. მისი სინგლები პოპთან, ჰიპ-ჰოპთან და ელექტრნულ ჟღერადობასთან არტისტის ღრმა კავშირს ნათლად წარმოაჩენს.

დუონგ დომიკის კიდევ უფრო მასშტაბური აღიარება  2024 წელს პოპულარულ სატელევიზო ტალანტ-შოუში – Anh Trai ‘Say Hi-ში მონაწილეობამ განაპირობა. ჟიურიმ მას The Best Transformer-ის წოდება მიანიჭა, სადაც დუონგი მომღერლის, რეპერის, მოცეკვავის, მსახიობის და ინსტრუმენტალისტის ამპლუაში წარდგა. 

ის, რაც დუონგ დომიკს ვიეტნამური პოპის ფართო სცენაზე გამოარჩევს, მისი უნიკალური მუსიკალური ხედვაა,  რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ ეპოქას ეხმიანება, მაინც რჩება ღრმა და ემოციურ ჟღერადობად.

არტისტის სადებიუტო EP – Dữ Liệu Quý  2024 წლის ბოლოს გამოვიდა, რომელიც ისეთ თემებს ეხება, როგორიცაა: თვითშეფასება, გულწრფელი სიმსუბუქე და ახალგაზრდობა. ალბომის რამდენიმე სიმღერა სოციალურ პლატფორმებზე TikTok-სა და Instagram-ზე ვირუსულად გავრცელდა და დუონგ დომიკის პოპულარობა Gen Z მსმენელებში კიდევ უფრო გაიზარდა.

არტისტს  YouTube-ზე 90 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, Spotify-ზე კი 50 მილიონზე მეტი მოსმენა. მათ შორის, მიღებული აქვს მრავალი ინდუსტრიული ჯილდო: საუკეთესო ახალი არტისტი – Làn Sóng Xanh 2024-ზე და წლის ახალი არტისტი  – Devotion Music Awards 2025-ზე.

ადგილობრივი ტრენდებისა და გლობალური ესთეტიკის მიმდევარი  დუონგ დომიკი არამხოლოდ ამომავალ ვარსკვლავად, არამედ ვიეტნამური პოპის მომავალ ინდიკატორადაც გვევლინება.


(*) Làn Sóng Xanh Award  – ვიეტნამის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ხანგრძლივი მუსიკალური დაჯილდოებაა, რომელიც 1997 წელს დაარსდა. Làn Sóng Xanh Award  პოპმუსიკაში გამორჩეულ არტისტებს აჯილდოებს, რომელიც, როგორც პროფესიული შესფასებით, ასევე აუდიტორიის პოპულარობის მიხედვით ირჩევა. 

(**) Devotion Music Awards (Giải Âm nhạc Cống hiến) – ვიეტნამის ეროვნული საინფორმაციო სააგენტოს მიერ ყოველწლიურად გამართული პრესტიჟული მუსიკალური დაჯილდოებაა, რომელიც შემოქმედებითი მიღწევებისა და თანამედროვე ვიეტნამური მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის აჯილდოებს მუსიკალური ინდუსტრიის წარმომადგენლებს. აღსანიშნავია, რომ ხშირად მას ვიეტნამურ გრემსაც უწოდებნ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Shaquille O'Neal/DJ Diesel Stephen Bondio for Insomniac Events

შაკილ ო’ნილმა ახალი EP-ის თითოეული ტრეკი დეტალურად განიხილა

შემდეგი სტატია

DƯƠNG DOMIC

Billboard Georgia Presents: New Gen – DƯƠNG DOMIC (Vietnam)

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up - Tropic Ananana

Tropic Ananana – მუსიკა, იმპროვიზაცია და ბევრი გართობა Red Bull Turn It Up-ზე

„ჩემგან მხოლოდ ერთ რამეს უნდა ელოდოთ - ბევრ გართობას, ნაცნობ, საყვარელ მუსიკას და დასამახსოვრებელ საღამოს! მინდა, ყველამ მაქსიმალურად ისიამოვნოს ამ პროცესით. ზედმეტი სერიოზულობის გარეშე - Let's have fun“ - Tropic Ananana
მეტი

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი