დემი ლოვატო და Jonas Brothers 15 წლის შემდეგ Camp Rock-ის მესამე ფილმით ბრუნდებიან

აგვისტოში Hot Ones Versus-ის ეთერის დროს ჯო ჯონასმა შემთხვევით გაამხილა, რომ Camp Rock 3-ის სცენარი უკვე არსებობდა.
დემი ლოვატო და Jonas Brothers. 2025 წლის 10 აგვისტო, ნიუ-ჯერსი.
KEVIN MAZUR/GETTY IMAGES

Disney-მ ოფიციალურად დააანონსა, რომ დემი ლოვატო და Jonas Brothers მუსიკალური კოლექტივის სახით ბრუნდებიან, რათა გააცოცხლონ ცნობილი ფრენჩაიზის მესამე ნაწილი, რომელმაც ისინი ვარსკვლავებად აქცია.

ჯო, ნიკი და კევინ ჯონასები კვლავ შეასრულებენ ძმები გრეების როლებს და დემი ლოვატოსთან ერთად Camp Rock 3-ის აღმასრულებელი პროდიუსერებიც იქნებიან. ოფიციალური განცხადების მიხედვით, დაანონსებული პროექტის გადაღებები უკვე დაიწყო. კარგად ნაცნობ ვარსკვლავებს ახალი თაობის მსახიობებიც შეუერთდებიან. ფილმში დაბრუნდება მარია კანალს-ბარერა, რომელმაც ორიგინალებში ლოვატოს პერსონაჟის დედა შეასრულა.

პირველი Camp Rock Disney Channel-ზე 2008 წელს გამოვიდა და სწორედ ამ ფილმმა აქცია ლოვატო და Jonas Brothers თინეიჯერების კუმირებად. ფილმის გამოსვლის შემდეგ მათ ერთად მოაწყვეს ტურნე, ხოლო 2010 წელს პროექტის გაგრძელებაც – Camp Rock 2: The Final Jam გადაიღეს.

15 წლის შემდეგ Camp Rock-მა საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა Disney Channel-ის პროექტებს შორის. ამას მოწმობს ისიც, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ ფილმის საუნდტრეკის მოსმენებმა სტრიმინგ სერვისებზე მკვეთრად მოიმატა, როდესაც ლოვატო Jonas Brothers-ს პირველად შეუერთდა ნიუ-ჯერსიში, ტურნეს გახსნის კონცერტზე. მათ ერთად შეასრულეს This Is Me და Wouldn’t Change a Thing. სწორედ ამ მოულოდნელი გამოსვლის წინ, Hot Ones Versus-ის ეთერის დროს ჯო ჯონასმა შემთხვევით გაამხილა, რომ Camp Rock 3-ის სცენარი უკვე არსებობდა. 

„Read Camp Rock 3,” – წაიკითხა ჯო ჯონასმა საკუთარ ტელეფონში, როდესაც შოუს წამყვანებმა სთხოვეს, ბოლო ჩანაწერი გაეზიარებინა ჩანაწერების  აპლიკაციიდან. „ეს სიმართლეა! ბოდიში, Disney!“ – დაამატა მან. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ბობ დილანი უილი ნელსონის ცნობილი ფესტივალის – Farm Aid 40-ის ლაინაფს შეუერთდა

შემდეგი სტატია

მაკ მილერის GO:OD AM-ის 10 წლის იუბილეს აღსანიშნად მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოვიდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველმა არტისტმა, 9EYE-მ ახალი სინგლი და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეო გამოუშვა

კლიპი კალიფორნიის სონორანის უდაბნოში მდებარე Slab City-ში გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ Coldplay-ს Birds-იც იგივე ლოკაციაზეა გადაღებული.
მეტი

რიანას თქმით, მას არქივში „სულ მცირე“ 170 გამოუქვეყნებელი სიმღერა აქვს

აგვისტოში A$AP Rocky-მ ჯეისონ ლისთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რიანა სტუდიაში დაბრუნდა და აქტიურად წერს მუსიკას.
მეტი

ბრუნო მარსმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავის მიერ ხელის თხოვნა სტადიონზე ცოცხალი შესრულებით გააფორმა

ზიარე უილიამსმა პარის ტიმანს ხელი მაშინ სთხოვა, როცა მარსი თავის საკულტო სიმღერას, Marry You-ს ასრულებდა.
მეტი

11 ოქტომბერს TATUZA Jazz Club-ში ფრედ უესლისა და The New JBs-ის კონცერტი გაიმართება

1968-1975 წლებში უესლი ჯეიმს ბრაუნის ლეგენდარული ბენდის, The J.B.’s-ის მუსიკალური ხელმძღვანელი, არანჟირების ავტორი და ერთ-ერთი მთავარი კომპოზიტორი იყო.
მეტი