რიანას და A$AP Rocky-ს მესამე შვილი შეეძინათ

წყვილს პირველი ქალიშვილი, როკი აირიშ მაიერსი, 13 სექტემბერს შეეძინა.
რიანა და A$AP Rocky ანიმაციური ფილმის Smurfs-ის პრემიერაზე, ბრიუსელში. 2025 წლის 28 ივნისი. / ARNOLD JEROCKI/GETTY IMAGES
რიანა და A$AP Rocky ანიმაციური ფილმის Smurfs-ის პრემიერაზე, ბრიუსელში. 2025 წლის 28 ივნისი. / ARNOLD JEROCKI/GETTY IMAGES

რიანამ 24 სექტემბერს განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი როკი აირიშ მაიერსი 13 სექტემბერს დაიბადა. პოპვარსკვლავმა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ვარდისფერ ტანსაცმელში გამოწყობილი ჩვილი უჭირავს ხელში.

A$AP Rocky-მ ჟურნალ Elle-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 23 სექტემბერს გამოქვეყნდა, თქვა, რომ წყვილს სურდა, გოგო შესძენოდათ. “მართლა მინდა, გოგო გვყავდეს. ამისთვის ვლოცულობ.” – თქვა რეპერმა. ივნისში კი მუსიკოსმა ჟურნალ Entertainment Tonight-თან საუბრისას შვილის სქესი შემთხვევით გაამჟღავნა. ბრიუსელში, „სმურფების“ პრემიერაზე, სადაც რიანა მონაწილეობს,  A$AP Rocky-ს ჰკითხეს, იქნებოდა თუ არა ბავშვი გოგო, რომელსაც ასე ელოდა, რეპერმა კი ღიმილით, თანხმობის ნიშნად თავი დაწია, ხელში სმურფეტის სათამაშო აიღო და უპასუხა: “აი, აქაა. აი, აქ.” 

რიანას და და  A$AP Rocky-ს უკვე ჰყავთ ორი ვაჟი, სამი წლის რიზა და ორი წლის რაიოტ როუზი.  A$AP Rocky კი ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს და შვილებს  ასო R-ზე დაწყებულ სახელებს არქმევს. თუმცა ცოტა ხნის წინ ჟურნალ GQ-სთან განაცხადა, რომ მომავალ შვილს დენზელს დაარქმევდა კოლეგის, დენზელ ვაშინგტონის საპატივცემულოდ.  „ამას არ აქვს მნიშნველობა. ის იქნება პირველი ქალი, რომელსაც დენზელი ერქმევა, ჩვენ ეს უკვე გადავწყვიტეთ.” – ამბობდა მაშინ რეპერი.

აღსანიშნავია, რომ რიანამ მესამე შვილის შესახებ პირველად 2025 წლის Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე განაცხადა.

ნახეთ პოპვარსკვალვის პოსტი ქალიშვილთან ერთად:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

wayward.atom-ის Ep სახელწოდებით - NAMI

wayward.atom-ის  Ep სახელწოდებით – NAMI

შემდეგი სტატია

A$AP Rocky 2025 წლის 5 მაისი, ნიუ-იორკი. DIMITRIOS KAMBOURIS/GETTY IMAGES

A$AP Rocky-ს თქმით, JAY-Z თერაპევტია:  „ბევრი ადამიანი მასთან საკუთარ პრობლემებზე სასაუბროდ მიდის“

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტნი სპირსი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ბრალდებით დააკავეს

„ეს სამწუხარო ინციდენტია, რომელსაც გამართლება არ აქვს“, - განუცხადა Billboard-ს პოპვარსკვლავის წარმომადგენელმა.
მეტი
Cher ესწრება 2024 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ცერემონიას. 2024 წლის 19 ოქტომბერი, ქლივლენდი, ოჰაიოს შტატში. ფოტო: არტურო ჰოლმსი / Getty Images

Cher-ის ვაჟს ნიუ ჰემფშირის კერძო სკოლაში ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ტერიტორიაზე უკანონო შეჭრაში დასდეს ბრალი

ოლმანს, რომლის მამაც გრეგ ოლმანი იყო, ასევე ედება ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში
მეტი
Manchester Orchestra - ტიმ ვერი, 2025 წლის 19 DANIEL KNIGHTON/GETTY IMAGES

Manchester Orchestra-ს დრამერი ტიმოთი ვერი გარდაიცვალა  – ინფორმაციას ბენდი ადასტურებს

„ჩვენ ყველანი ვშიშობდით ამ ამბის გაზიარებას, რადგან ჯერ კიდევ სრულ შოკში ვართ,“ - აცხადებს Manchester Orchestra.
მეტი
ჯეიმს ვან დერ ბიკი და Ke$ha ლას ვეგასი, 2011 წლის 7 მაისი დენიზ ტრუსელო/WIREIMAGE

KESHA-მ ჯეიმს ვან დერ ბიკის ხსოვნას პატივი მიაგო

ცნობილი ვარსკვლავი ჯეიმს ვან დერ ბიკი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობის შემდეგ  KESHA მსახიობთან გატარებულ  დროს იხსენებს…
მეტი
სელინ დიონი 2024 წლის 17 ივნისი, ნიუ-იორკი. კრისტინა ბამფრი/Variety

სელინ დიონმა ლეგენდარული იტალიელი დიზაინერის, ვალენტინოს ხსოვნას პატივი მიაგო

„შენ ყოველთვის ისეთად მხედავდი, როგორიც სინამდვილეში ვარ“ - აღნიშნა მომღერალმა. მაღალი მოდის ცნობილი იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი 19 იანვარს რომში, საკუთარ სახლში, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ბილი აილიში, 1 დეკემბერი, 2025 წელი. ლოს ანჯელესი MICHAEL BUCKNER/VARIETY

ბილი აილიში მინეაპოლისში მომხდარი სროლის ფაქტს კრიტიკული პოსტებით გამოეხმაურა და ICE „ტერორისტულ ორგანიზაციად“ მოიხსენია

მომღერალმა ინსტაგრამის „სთორებში" რამდენიმე პოსტიც გააზიარა, რომლებიც აშშ-ის ემიგრაციისა და საბაჟო აღსრულების (ICE) სამსახურის გაუქმების მოწოდებას შეიცავს.
მეტი