ძველით ახალი წლის ორი გამორჩეული საღამო Tatuza Jazz Club-ში: ბექა გოჩიაშვილი და მსოფლიო დონის მუსიკოსები სცენაზე

Tatuza Jazz Club-ის სცენაზე 13-14 იანვარს ბექა გოჩიაშვილი ახალი პროექტით წარდგება, მასთან ერთად კი მსოფლიო დონის მუსიკოსები დაუკრავენ: Blaque Dynamite, Joe Cleveland და ლუკა თოფურია.

13 და 14 იანვარს, ძველით ახალი წლის აღსანიშნად, მუსიკალური სივრცე Tatuza Jazz Club განსაკუთრებულ საღამოებს უმასპინძლებს. ორი დღის განმავლობაში მსმენელს გამორჩეული კონცერტები ელის, Tatuza-ს სცენაზე საერთაშორისოდ აღიარებული პიანისტი ბექა გოჩიაშვილი ახალი პროექტით წარდგება, მასთან ერთად კი დაუკრავენ მსოფლიო დონის მუსიკოსები: დრამზე Blaque Dynamite, ბასზე Joe Cleveland და კლავიშზე ლუკა თოფურია.

კონცერტები 13 და 14 იანვარს გაიმართება. ძველით ახალი წლის ეს ორი საღამო Tatuza Jazz Club-ში მუსიკისა და ცოცხალი შესრულების ნამდვილ დღესასწაულად იქცევა.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმაზე tkt.ge/tatuza.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრუნო მარსი სცენაზე გრემის 64-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე, MGM Grand Garden Arena, 2022 წლის 3 აპრილი, ლას-ვეგასი, ნევადა Christopher Polk/PMC

ბრუნო მარსი The Romantic-ის ერას ახალი სინგლით იწყებს I Just Might – მოუსმინეთ

შემდეგი სტატია

დონალდ ტრამპმა Diddy-ს შეწყალების ხელნაწერ თხოვნაზე უარი უთხრა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Natia Todua & Band Live at 1984

ნათია თოდუას გამორჩეული მუსიკალური საღამო თბილისში – ბერლინიდან ჩამოსული ბენდი და ახალი ენერგია Jazz Club 1984-ის სცენაზე

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მუსიკალური გამოცდილება ქართველ მსმენელს გავუზიარო.“
მეტი

MAMAFLEX-ის ლაივი და ახალი ალბომის პრეზენტაცია კლუბში Mtkvarze

7 მარტს კლუბი Mtkvarze ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტის, MAMAFLEX-ის ლაივს უმასპინძლებს. არტისტი მსმენელის წინაშე ახალი პროექტით და თავისი ბოლო რელიზით Retired Crashout წარდგება.
მეტი