პერის ჰილტონის თქმით, დემი ლოვატოს დოკუმენტურმა ფილმმა საკუთარ წარსულზე საჯაროდ საუბრისაკენ უბიძგა

მემუარებში ჰილტონმა არაერთი საკითხი განიხილა. მათ შორის შემთხვევა, როცა P!nk-ის 2006 წლის მუსიკალურ ვიდეოში, სახელწოდებით – Stupid Girls საკუთარი თავის პაროდია იხილა.
ფოტო: ჯონი ნუნიეზი/Getty Images. ფოტო გადაღებულია „ხმისჩამწერი აკადემიისთვის“.

14 მარტს პერის ჰილტონის ავტობიოგრაფიული წიგნი, სახელწოდებით Paris: The Memoir გამოიცა. მემუარებში ჰილტონი თავისი პირადი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ საზოგადოებაში დამკვიდრებულ მცდარ წარმოდგენებზე საჯაროდ საუბრობს. 

როგორც ჰილტონმა აღნიშნა,  დემი ლოვატომ გულწრფელი დოკუმენტური ფილმით შთააგონა, რომ საჯაროდ გამოსულიყო და საკუთარი ისტორია მოეყოლა. „დოკუმენტურ ფილმში დემიმ თავისი მტკივნეული წარსული გაამხილა. პირადად მე ის ვნახე მაშინ, როცა საკუთარი თავის მიმღებლობის პროცესში იყო. მშურდა ამ მიმღებლობის, მსურდა ეს თავადაც შემძლებოდა.“ -აღნიშნა პერის ჰილტონმა დემი ლოვატოზე საუბრისას.

მემუარებში ჰილტონმა არაერთი საკითხი განიხილა. მათ შორის შემთხვევა, როცა P!nk-ის 2006 წლის მუსიკალურ ვიდეოში, სახელწოდებით  – Stupid Girls საკუთარი თავის პაროდია იხილა. „P!nk ამბიციური გოგოებზე მღეროდა, თუმცა ეს თვისება ჩემში განზრახ არ დაინახა“ –  თქვა პერისმა.  მუსიკალურ ვიდეოში ნაჩვენები პაროდია, პერის ჰილტონის „სექს-ჩანაწერს“ უკავშირდებოდა.

[ეს ჩანაწერი] მაშინ გაკეთდა, როცა სრულწლოვანი ჯერ კიდევ არ ვიყავი. ვიდეო გამოაქვეყნეს და მისგან სარგებელი ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მიიღეს. როცა კადრები გავრცელდა, საჯარო აღშფოთება და ზიზღი ჩემ მიმართ წამოვიდა და არა მათ მიმართ, ვინც ვიდეო იყიდა და შემდეგ გაყიდა. – ამბობს ჰილტონი საკუთარ მემუარებში.

პერისმა ასევე განმარტა, თუ რა უძღოდა წინ ფოტოს, რომელზეც ის ბრიტნი სპირსთან  და ლინდსი ლოჰანთან ერთად არის გადაღებული. როგორც ჰილტონი მემუარებში ჰყვება, მან და სპირსმა ერთ-ერთი წვეულება ჩუმად, აბაზანის ფანჯრიდან დატოვეს, რათა მასპინძელს არ სწყენოდა. ამ დროს იმავე წვეულებას ლინდსი ლოჰანიც ტოვებდა. 

ლინდსი მანქანაში ჩაჯდა, რაც ცოტა უცნაური იყო, რადგან Mercedes-Benz-ს ვმართავდი, რომელსაც მხოლოდ ორი ადგილი ჰქონდა“ – გაიხსენა პერის ჰილტონმა. მემუარების გამოცემას პერის ჰილტონი ინსტაგრამზე გამოეხმაურა. „დღეს ის დღეა, როცა ჩემი წიგნი – Paris: The Memoir უკვე ხელმისაწვდომია. წიგნის წერა ერთ-ერთი ყველაზე რთული, მაგრამ ღირებული ნაბიჯი იყო, რაც კი ოდესმე გადამიდგამს. მოუთმენლად ველი, რომ ნამდვილი მე გამიცნოთ.“- აღნიშნა ჰილტონმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

FKA Twigs - Calvin Klein-ის კამპანიაში

FKA Twigs-ის გამოუქვეყნებელი სიმღერა 2023 წლის Calvin Klein-ის გაზაფხულის კამპანიაში

შემდეგი სტატია

გაგა ფრანის პირველი ვინილის პრეზენტაცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი